„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 25 სექტემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №34 |
|
2019 წლის 23 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) – ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი, აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების საქვეუწყებო დაწესებულება და საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი და აფხაზეთის ავტონომიური რესბუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა;“;
2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე – 1 (ერთი) ერთეული;“.
3. მე-3 მუხლის „ე“ პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სამორიგეო ავტომობილით მოსარგებლე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები და სამორიგეო ავტომობილით სარგებლობის წესი
1. სამორიგეო ავტომობილით მოსარგებლე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი – 3 (სამი) ერთეული;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროსი) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი, თითოეულს – 1 (ერთი) ერთეული;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო – 2 (ორი) ერთეული;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო – 2 (ორი) ერთეული;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტრო – 2 (ორი) ერთეული;
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობები (გარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისა) – თითოეულს – 1 (ერთი) ერთეული;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში – 2 (ორი) ერთეული;
თ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი – 2 (ორი) ერთეული;
ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სულიერებისა და კულტურის ცენტრი – 1 (ერთი) ერთეული;
კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – 1 (ერთი) ერთეული;
ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტო – 1 (ერთი) ერთეული.
2. სამორიგეო ავტომობილით მიზნობრივი ექსპლუატაციის უზრუნველყოფისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ კონტროლის ეფექტური მექანიზმების დანერგვა.“.
5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოსარგებლე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები
სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოსარგებლე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებია: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და მათ სისტემაში შემავალი დაწესებულებები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი.“.
6. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურებრივი ავტომანქანების შეძენა, კლასიფიკაცია, კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნებისა და ზღვრული ფლობის ღირებულების განსაზღვრა განხორციელდეს ,,სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების შესაბამისად.“.
|