,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №24 |
|
2021 წლის 23 ივნისი ქ. თბილისი |
1. დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მინისტრი:
ა) წარმართავს სამინისტროს საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებისა და კანონმდებლობის შესრულებაზე;
გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორის მოადგილეს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელძღვანელსა და მის მოადგილეს, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა საჯარო მოსამსახურეებს. დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს დასანიშნად წარუდგენს მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორის კანდიდატურებს;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებას;
ვ) ამტკიცებს სამინისტროსა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს, სამინისტროს შინაგანანაწესს და სამინისტროს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებებს. ითანხმებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს;
ზ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის, მათ შორის, მთავრობის დადგენილებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს;
თ) კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და მომზადების მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოებს – კომისიებსა და საბჭოებს, განსაზღვრავს მათი საქმიანობის წესს.’’.
2. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სამინისტროს სისტემა
1. სამინისტროს სისტემას შეადგენს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები (შემდგომში – სტრუქტურული ქვედანაყოფი) და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები.
2. სამინისტრო შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფისაგან:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
ა.ა) იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
ა.ბ) საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მიღების სამმართველო;
ა.გ) საფინანსო-ლოჯისტიკური სამმართველო.
ბ) რეგიონული მართვისა და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი:
ბ.ა) პოლიტიკისა და ანალიზის სამმართველო.
გ) პროგრამების მართვის დეპარტამენტი:
გ.ა) სოციალური პროგრამების მართვის სამმართველო;
გ.ბ) ინფრასტრუქტურული პროგრამების მართვის სამმართველო.
დ) შიდა აუდიტის სამსახური.
3. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია:
ა) აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო;
ბ) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო;
გ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიული ორგანო.
4. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტო.’’.
3. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის 1.3 ქვეპუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო-ლოჯისტიკური სამმართველოს ფუნქციებია:“.
4. დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროს სახელით, ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის (დეპარტამენტი) საქმიანობასთან დაკავშირებულ კორესპონდენციას ან/და ახორციელებს მათ ვიზირებას.’’.
|