,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №8 |
|
2021 წლის 17 თებერვალი ქ. თბილისი |
1. დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანები
1. სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება უფლებამოსილების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა, მათი სოციალური და საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
2. სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:
ა) უფლებამოსილების ფარგლებში, დევნილთათვის გადაუდებელი დახმარების გაწევა და მათი დროებითი განსახლების ხელშეწყობა;
ბ) დევნილთა მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;
გ) დევნილთა (აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა) სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნობრივი პროექტების/პროგრამების შემუშავება და მართვა;
დ) კანონმდებლობის შესაბამისად, დევნილთა განსახლების ობიექტების რეაბილიტაციის ღონისძიებათა განხორციელება;
ე) ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა, სახელმწიფო ან/და არასამთავრობო სექტორის მიზნობრივი პროექტებისა და პროგრამების შესახებ დევნილთა ინფორმირება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა;
ვ) უფლებამოსილების ფარგლებში დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში ჩართულობა;
ზ) მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურება, შესაბამისი დასკვნის/ცნობის გაცემა;
თ) დევნილ წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;
ი) დევნილთა კონსულტირება და სამართლებრივი დახმარების გაწევა;
კ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობა და მათთან თანამშრომლობა;
ლ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
2. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზება და ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობით, ახორციელებს სამინისტროს მართვას, კოორდინაციასა და კონტროლს.
2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
3. მინისტრი:
ა) წარმართავს სამინისტროს საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებისა და კანონმდებლობის შესრულებაზე;
გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელძღვანელსა და მოადგილეს, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა საჯარო მოსამსახურეებს. დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს დასანიშნად წარუდგენს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს;
ე) ამტკიცებს სამინისტროსა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს, სამინისტროს შინაგანანაწესს და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებებს;
ვ) კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და მომზადების მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოებს – კომისიებსა და საბჭოებს, განსაზღვრავს მათი საქმიანობის წესს;
ზ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის, მათ შორის მთავრობის დადგენილებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს.
4. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და 2 მოადგილე, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე. მინისტრის მოადგილეთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
5. მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები კოორდინაციას უწევენ სამინისტროს ცალკეული დარგობრივი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ქვედანაყოფების) საქმიანობას, ახორციელებენ და კონტროლს უწევენ მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და სხვა დავალებების შესრულებას.
6. მინისტრის პირველი მოადგილე მინისტრის არყოფნისას ან მინისტრის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, აგრეთვე მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ასრულებს მინისტრის მოვალეობას. მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, მინისტრის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.
7. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება უწყდებათ ახალი მინისტრის დანიშვნისთანავე.’’.
3. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სამინისტროს სისტემა
1. სამინისტროს სისტემას შეადგენს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები (შემდგომში – სტრუქტურული ქვედანაყოფი) და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები.
2. სამინისტრო შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფისაგან:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
ა.ა) იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
ა.ბ) საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მიღების სამმართველო;
ა.გ) საფინანსო-ლოჯისტიკური სამმართველო.
ბ) რეგიონული მართვისა და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი:
ბ.ა) პოლიტიკისა და ანალიზის სამმართველო.
გ) პროგრამების მართვის დეპარტამენტი:
გ.ა) სოციალური პროგრამების მართვის სამმართველო;
გ.ბ) ინფრასტრუქტურული პროგრამების მართვის სამმართველო.
დ) შიდა აუდიტის სამსახური.
3. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია:
ა) აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო;
ბ) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო;
გ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიული ორგანო.“.
4. დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციები
1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი, საფინანსო, ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების პროცესის, მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;
გ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროს შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს საქმიანობის შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადების ორგანიზება;
ვ) მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი, მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზაცია და მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი უზრუნველყოფა.
1.1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სისტემაში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, სამინისტროს სისტემაში შემავალი მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის საერთო კოორდინაცია;
ბ) სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება;
გ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
დ) დისციპლინური წარმოების განხორციელება;
ე) სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა;
ვ) ადამიანური რესურსების მართვა, ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და მასში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვის უზრუნველყოფა.
1.2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მიღების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საქმისწარმოების უზრუნველყოფა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;
ბ) კორესპონდენციის, მოქალაქეთა წერილების, განცხადებების მიღება, რეგისტრაცია და მათი დანიშნულებისამებრ გადაცემა და გაგზავნა;
გ) სამინისტროს კორესპონდენციების, მათ შორის, კონტროლზე აყვანილი დავალებების, დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლი;
დ) კანონით დადგენილი წესით საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
ე) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის არსებული წესის თანახმად.
1.3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო-ლოჯისტიკური განყოფილების ფუნქციებია:
ა) წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა;
ბ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანა, დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განაწილება და ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად;
დ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ე) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა.
2. რეგიონული მართვისა და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა;
ბ) სამინისტროს პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
გ) სამინისტროს მიერ განსახორციელებელი პროგრამების ხელშეწყობა შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში;
დ) დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოება;
ე) ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა, სახელმწიფო ან/და არასამთავრობო სექტორის მიზნობრივი პროექტებისა და პროგრამების შესახებ დევნილთა ინფორმირება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა.
2.1. ანალიზისა და პოლიტიკის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) დევნილთა მიზნობრივი საჭიროებების ანალიზი და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება;
ბ) ტერიტორიული ორგანოებთან კოორდინაციითა და ერთობლივი მუშაობით დევნილი მოსახლეობის სოციალური და საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების ინიცირება;
გ) ტერიტორიული ორგანოების მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშების ანალიზი, არსებობის შემთხვევაში ხარვეზებზე მითითება;
ე) დევნილთა შიდა მიგრაციის თაობაზე ინფორმაციის მოძიება და მონაცემთა გაანალიზება/ასახვა;
ვ) ტერიტორიული ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების საფუძველზე სამინისტროში დაწყებული წარმოების პროცესში მონაწილეობა.
3. პროგრამების მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) დევნილთა საჭიროებების გათვალისწინებით მიზნობრივი პროგრამების შემუშავება;
ბ) სამინისტროს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების მიმართულებით შემოსული კორესპონდენციის შესწავლა, პირველადი ანალიზის განხორციელება;
გ) დროებითი განსახლების ღონისძიებათა ორგანიზება;
დ) დევნილთა განსახლების ობიექტების შესწავლის დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია;
ე) განსახლების ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება;
ვ) სამინისტროს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების მართვა.
3.1 სოციალური პროგრამების მართვის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სოციალური პროგრამების მართვა და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ბ) სოციალური დახმარების მოთხოვნით შემოსული კორესპონდენციის მართვა;
გ) სოციალური პროგრამების საკითხთა კომისიის სხდომების ორგანიზება და განსახილველ განცხადებათა რეესტრების მომზადება;
დ) შესაბამისი კომისიის სხდომების სამდივნოს ფუნქციის შესრულება, კომისიის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება და კომისიისათვის წარდგენა;
ე) სამინისტროს სისტემაში აღნიშნული პროგრამების მიმდინარეობის მონიტორინგი;
ვ) სოციალური პროგრამების ნაწილში დევნილთა მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება.
3.2 ინფრასტრუქტურული პროგრამების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროგრამების მართვა და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ბ) ინფრასტრუქტურული პროგრამების მიმართულებით შემოსული კორესპონდენციის მართვა;
გ) დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლის და რეაბილიტაციის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
დ) შესაბამისი კომისიის სხდომების სამდივნოს ფუნქციის შესრულება, კომისიის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება და კომისიისათვის წარდგენა;
ე) ინფრასტრუქტურული პროგრამების ნაწილში დევნილთა მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება.
4. შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციებია:
ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) შიდა აუდიტის სამსახურის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავება;
დ) სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, წლიური გეგმის მიხედვით ფინანსური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, სისტემური ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარება;
ე) შიდა აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგი;
ვ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.“.
5. დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
1. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს ან კურატორ მოადგილეს.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას, წყვეტს სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
დ) ხელს აწერს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს ან ახორციელებს მათ ვიზირებას;
ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას;
ვ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;
ი) ასრულებს ამ დებულებითა და სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე მინისტრის ან/და კურატორი მოადგილის სამსახურებრივ დავალებებს.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები).“.
|