თავი III — სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო კონკურსის ჩატარების წესი და პირობები
1. საკონკურსო კომისია, ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად, სახელმწიფო ინსპექტორს წარუდგენს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
2. საკონკურსო კომისია, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად აცნობებს მის მიმართ ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღია და დახურული კონკურსისას მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ხოლო ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შიდა კონკურსის შედეგების შესახებ თითოეულ კანდიდატს ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
3. სამსახური ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღია და დახურული კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციას ასახავს ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულშ
სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 21, №4, 26.09.2019, სარეგისტრაციო კოდი 080240000.72.084.016004 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4665573/muxli-21/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია