სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაფუძნების თაობაზე
მიღების თარიღი 30.09.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №475
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.021495
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/10/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.09.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სსიპ – ქართული სპორტის მუზეუმის სსიპ – საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ ჩამოყალიბების შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების სამწყობრო წესდების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ სსიპ – ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და სსიპ – ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაციისა და მათი სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან მიერთების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაფუძნების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №475
2019 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაფუძნების თაობაზე
მუხლი 1🔗
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, რეორგანიზებულ იქნეს სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მუხლი 2🔗
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლისა და 101 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყოს მის სტრუქტურაში შემავალი, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია და დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია.
მუხლი 3🔗
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია ჩაითვალოს სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურაში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის უფლებამონაცვლედ.
მუხლი 4🔗
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ:
ა) განახორციელოს სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის უფლებამოსილი პირის დანიშვნა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) უზრუნველყოს სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის წესდების დამტკიცება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 5🔗
სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურაში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომლები ჩაითვალონ სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომლებად ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცებამდე.
მუხლი 6🔗
სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულმა ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ უზრუნველყოს თანამშრომლების სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობებზე გადაყვანა.
მუხლი 7🔗
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უზრუნველყონ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2 (ორი) თვის ვადაში.
მუხლი 8🔗
1. ამ დადგენილების პირველი და მე-7 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების მე-2 – მე-6 მუხლები ამოქმედდეს 2019 წლის 24 ნოემბრიდან.
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია