სსიპ – ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და სსიპ – ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაციისა და მათი სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან მიერთების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05/22
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.088.016048
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/11/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 3 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №05/22

2022 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

სსიპ – ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და სსიპ – ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაციისა და მათი სსიპ     საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან მიერთების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-12 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
განხორციელდეს:

ა) სსიპ – ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაცია მისი სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან მიერთების გზით;

ბ) სსიპ – ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაცია მისი სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან მიერთების გზით.

მუხლი 2
სსიპ –  საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება განისაზღვროს:

ა) სსიპ –  ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის უფლებამონაცვლედ;

ბ) სსიპ –  ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის უფლებამონაცვლედ.

მუხლი 3
განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები:

ა) სსიპ – ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ბალანსზე რიცხული ქონების სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებისათვის გადასაცემად;

ბ) სსიპ – ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ბალანსზე რიცხული ქონების სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებისათვის გადასაცემად.
 

მუხლი 4
შტატით გათვალისწინებული და შტატგარეშე მოსამსახურეები:

ა) რომლებიც ამ ბრძანების ძალაში შესვლის დროს დასაქმებული არიან სსიპ – ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, ჩაითვალონ სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაში იმავე თანამდებობაზე/პოზიციაზე დანიშნულად და გააგრძელონ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება მათთვის დაკისრებული ფუნქციებისა და კომპეტენციების გათვალისწინებით;

ბ) რომლებიც 2023 წლის 3 იანვრისთვის დასაქმებული იქნებიან სსიპ – ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, ჩაითვალონ სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაში იმავე თანამდებობაზე/პოზიციაზე დანიშნულად და გააგრძელონ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება მათთვის დაკისრებული ფუნქციებისა და კომპეტენციების გათვალისწინებით.
 

მუხლი 5
ამ ბრძანებით განხორციელებული რეორგანიზაციის/ცვლილებების გათვალისწინებით, სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების განახლებული ბიუჯეტი, საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენილ იქნეს:

ა) სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან სსიპ – ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის მიერთების გათვალისწინებით, ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ) სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან სსიპ – ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის მიერთების გათვალისწინებით, 2023 წლის 3 იანვრიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
 

მუხლი 6
„სსიპ – ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის, სსიპ – ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და სსიპ – ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაციისა და მათი გაერთიანების შედეგად სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 1 აპრილის №05/07 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 01/04/2022; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.088.016033) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-7 მუხლით დამტკიცებული „სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების დებულების“ პირველი მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თეატრი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის უფლებამონაცვლეს.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ პუნქტი:

„21. თეატრი ასევე წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის უფლებამონაცვლეს.“;

გ) მე-8 პუნქტის:

გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველო, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №136;“;

გ.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საქართველო, ქ. ბორჯომი, მ. კოსტავას ქ. №3;“;

გ.გ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საქართველო, ქ. გურჯაანი, თამარ მეფის ქ. №16.“.

მუხლი 7
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №3/41 ბრძანება (სსმ, №30, 06/03/2007; სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.028.010.047);

ბ) „ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №3/500 ბრძანება (სსმ, №171, 21/12/2006; სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.028.009.666).
 

მუხლი 8
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის „ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებისა და მე-7 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-6 მუხლის „ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტები და მე-7 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 3 იანვრიდან.
 


საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრითეა წულუკიანი