📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გამოსაყენებელი ზოგიერთი მკაცრი აღრიცხვის ფორმის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 22.10.2019
ძალაში შესვლა 01.11.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-91/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016659
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/10/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 582 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.10.2019 მიღება
01.11.2019 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო ჩანაწერების შენახვის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 17.04.2019 მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 31.08.2020 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 30.06.2015 სსიპ – ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და სსიპ – ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაციისა და მათი სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან მიერთების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 09.11.2022 სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 22.03.2018

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გამოსაყენებელი ზოგიერთი მკაცრი აღრიცხვის ფორმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-91/ნ 2019 წლის 22 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გამოსაყენებელი ზოგიერთი მკაცრი აღრიცხვის ფორმის დამტკიცების თაობაზე ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 27-ე პუნქტის, მე-14 და 30-ე მუხლების, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 37​​2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, ,,სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის, ,,ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 ივლისის №335 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის,  „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გამოსაყენებელი ზოგიერთი მკაცრი აღრიცხვის ფორმა: 1. ,,ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო მოწმობა“ (დანართი №1); ,,ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო მოწმობის დანართი“ (დანართი №2); ,,ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის სანებართვო მოწმობა“ (დანართი №3); ,,ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის სანებართვო მოწმობის დანართი“ (დანართი №4); ,,ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებებისა, გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) სანებართვო მოწმობა“ (დანართი №5); ,,ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებებისა, გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) სანებართვო მოწმობის დანართი“ (დანართი №6). 2. ,,სახელმწიფო სერტიფიკატისა“ (დანართი №1) და ,,სუბსპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი – სუბსპეციალობის მოწმობის“ ფორმები (დანართი №2). 3. ,,სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობა“ (დანართი №1) და „სალიცენზიო მოწმობის დანართი“ (დანართი №2). 4. ,,სარეზიდენტო/რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლის დამადასტურებელი მოწმობის ფორმა“. 5. ,,ფარმაცევტული პროდუქტის სარეგისტრაციო მოწმობა“ (დანართი №1) და ,,რეგისტრაცია-აღნუსხვის მოწმობა“ (დანართი №2). 6. ,,სტაციონარული დაწესებულების სანებართვო მოწმობა“ (დანართი №1) და ,,სტაციონარული დაწესებულების სანებართვო მოწმობის დანართი“ (დანართი №2). 7. ,,სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის“ ფორმა. მუხლი 2🔗ძალადაკარგულად გამოცხადდეს: 1. ,,ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაცევტული წარმოებისა და ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის სანებართვო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 7 დეკემბრის   №01-49/ნ ბრძანება. 2. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სერტიფიკატისა და სუბსპეციალობის მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს №01-8/ნ ბრძანება. 3. ,,სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 13 ნოემბრის №01-29/ნ ბრძანება. 4. ,,სარეზიდენტო/რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 13 ნოემბრის №01-30/ნ ბრძანება. 5. ,,ფარმაცევტული პროდუქტის სარეგისტრაციო მოწმობისა და რეგისტრაცია-აღნუსხვის მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 7 დეკემბრის   №01-50/ნ ბრძანება. 6. ,,სტაციონარული დაწესებულების სანებართვო მოწმობის ფორმისა და სანებართვო მოწმობის დანართის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 7 დეკემბრის №01-52/ნ ბრძანება. 7. ,,სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 6 დეკემბრის №01-71/ნ ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე