,,პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თვითშეფასების ანგარიშის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 29 მარტის N01-29/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-77/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470000000.22.035.016645
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/10/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-77/ნ

2019 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თვითშეფასების ანგარიშის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №01-29/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თვითშეფასების ანგარიშის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №01-29/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2019, 470000000.22.035.016598) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმასთან ერთად წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში პერინატალური რეგიონალიზაციის „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე