ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 29.10.2019
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.151.016291
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/10/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.10.2019 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (9)
| 1 | 2 |
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ სეთურიძე | ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ძირითადი საშუალების დასახელება | ექსპლუ- ატაციაში შესვლის წელი |
| % | ლარი |
| № | ძირითადი აქტივების დასახელება |
| კომისიის დასკვნა | ------------------------------------------------------------ |
| კომისიის წევრები: | 1 ---------------------------------------------------------- |
| დანახარჯების ლიკვიდაცია | ლიკვიდაციის შედეგად მიღებული |
| დოკუმენტის დასახელება | დანახარჯების ჩამონათვალი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.07.2019
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2019 წლის 29 ოქტომბერი
დაბა სტეფანწმინდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებლი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი (დანართი №1) და თანდართული ფორმები (ფორმა №1.№2,№3,№4).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ივლისის №12 დადგენილება (ვებგვერდი 01/08/2019 სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.151.016281 ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ სეთურიძე
დანართი №1
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
ეს წესი განსაზღვრავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ქონება – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული უძრავ/ მოძრავი ქონება, მცირეფასიანი აქტივები) ქონება.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონება.
3. დაწესებულება – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია.
4. დაწესებულების ხელმძღვანელი – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი.
5. საინვენტარიზაციო კომისია – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებლი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი კომისია.
მუხლი 3🔗. ჩამოწერის მიზნით საინვეტარიზაციო კომისიის შექმნისა და ქონების ჩამოწერის წესი
1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე იქმნება საინვენტარიზაციო კომისია, რომელიც შედგება არანაკლებ ხუთი წევრისაგან, მათ შორის: თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის, ბუღალტერის (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირის) და სხვა წევრებისგან, ხოლო არასაკმარისი რიცხოვნობის შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისიის შემადგენლობა მტკიცდება მათი მაქსიმალური რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისაგან. საინვენტარიზაციო კომისიას, ევალება დაწესებულების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ძირითადი აქტივების ჩამოწერა.
2. საჭიროების შემთხვევაში კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ დარგის სპეციალისტები (აუდიტორი ან შესაბამისი ექსპერტი).
3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
4. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ავსებს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის
22 მარტის №82 დადგენილებით დამტკიცებული ტიპური აქტების ფორმის შესაბამისად (ფორმა №1, ფორმა №2) და საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს (ფორმა №3), ასევე, საინვენტარიზაციო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო), ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტაციას წარუდგენს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
5. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.
6. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა- ნაგებობის ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა.
მუხლი 4🔗. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვა
1. დაწესებულების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ფორმა №3-ის საფუძველზე, ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა) აისახება ბალანსში მარაგების სახით, კომისიის და/ან აუდიტის მიერ დადგენილი ღირებულების შესაბამისად.
2. ჩამოწერის შედეგად მიღებული და მარაგების სახით ბალანსზე აღრიცხული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა) განკარგვას, დაწესებულება ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განადგურება
1. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, მერის ბრძანების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან საინვენტარიზაციო კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი და დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება.
4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში.
5. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
6. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საინვენტარიზაციო კომისია.
მუხლი 6🔗. მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის განსაკუთრებული წესი „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით დამტკიცებული ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტების (ფორმა №1 და/ან ფორმა №2), ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტების (ფორმა №3) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლის აქტის (ფორმა №4) შევსების წესი არ ვრცელდება მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის შემთხვევაზე.
ფორმა №1
ჩამოსაწერი ძირითადი აქტივის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი
20 წლის----------------------------------------------------------- მდგომარეობით
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (მესაკუთრე, ბალანსმფლობელი) --------------------------------------------------------------------------
ძირითადი საშუალების დასახელება
ექსპლუ- ატაციაში შესვლის წელი
ექსპლუა- ტაციაში ყოფნის ვადა
ღირებუ- ლება გადაფა- სებამდე (ლარი)
ბუღალ- ტრული ცვეთა გადაფა- სებამდე
ფიზიკური ცვეთა გადაფა- სებამდე
ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამ- დე (ლარი) გრ.5-გრ.9)
გადაფასების კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტის
09.06.1997 წ.
№295
ბრძანებულე- ბის საფუძველზე
ღირებუ- ლება გადაფასე- ბის შემდეგ (ლარი)
ცვეთა გადაფა- სების შემდეგ (ლარი)
საამორტი- ზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე
ფაქტობრივი ცვეთა
ნარჩენი საბალანსო ღირებულება
%
ლარი
%
ლარი
ბუღალ- ტრული ცვეთის
%
საბოლოო ფაქტობ- რივი მდგომა- რეობით %
საბოლოო ბუღალ- ტრული მდგომა- რეობით %
ლარი
ლარი
ქონების ადგილსამყო- ფელი ქვეყნის ვალუტის გათვალისწი- ნებით
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
კომისიის წევრები:
1.
2.
3.
4.
5.
შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1998 წლის 1 იანვრის შემდეგ, გრ. 5-დან გრ.11-ის ჩათვლით არ ივსება.
ფორმა №2
ჩამოსაწერი ძირითადი აქტივის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი
20 წლის-----------------------------------------------------------მდგომარეობით
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (მესაკუთრე, ბალანსმფლობელი) -------------------------------------------------------------
№
ძირითადი საშუალების დასახელება
ექსპლუა- ტაციაში შესვლის წელი
ექსპლუა- ტაციაში ყოფნის ვადა
ღირებუ- ლება გადაფა- სებამდე (ლარი)
ბუღალ- ტრული ცვეთა გადაფა- სებამდე
ფიზიკური ცვეთა გადაფასე- ბამდე
ნარჩენი საბალანსო ღირებუ- ლება გადაფასება მდე (ლარი) გრ.5-გრ.9)
გადაფასების კოეფიციენტი საქართვე ლოს პრეზიდენტის
09.06.1997 წ.
№295 ბრძანებულების საფუძველზე
ღირებუ- ლება გადაფა- სების შემდეგ (ლარი)
ცვეთა გადაფა- სების შემდეგ (ლარი)
საამორტი- ზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე
ფაქტობრივი ცვეთა
ნარჩენი საბალანსო ღირებულება
%
ლარი
%
ლარი
ბუღალ- ტრული ცვეთის
%
საბოლოო ფაქტობ- რივი მდგომა- რეობით %
საბოლოო ბუღალ- ტრული მდგომა- რეობით %
ლარი
ლარი
ქონების ადგილსამყო- ფელი ქვეყნის ვალუტის გათვალისწი- ნებით
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
კომისიის წევრები:
1.
2.
3.
4.
შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1998 წლის 1 იანვრის შემდეგ, გრ.5-დან გრ.11-ის ჩათვლით არ ივსება.
ფორმა №3
ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი
20 წლის ----------------------------------მდგომარეობით
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (მესაკუთრე, ბალანსმფლობელი) -------------------------------------------------------
№
ძირითადი აქტივების დასახელება
ექსპლუატაციაში შესვლის წელი
საწყისი საბალანსო ღირებულება. გადაფასებამდე
ცვეთა გადაფასებამდე
გადაფასების კოეფიციენტი
საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ /ლარი/
ცვეთა გადაფასების მერე /ლარი/
ნარჩენი საბალანსო ღირებულება
/ლარი/
შენიშვნა
%
ლარი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
2
3
4
5
6
7
კომისიის შემადგენლობა:---------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შექმნილი 20 წლის ---- ------------------ № -------
ბრძანების საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა -------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე:
1. ექსპლუატაციაში შესვლის / გამოშვების/ წელი -------------------------------------
2. საწყისი საბალანსო ღირებულება -------------------------------------------------------
3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი
ა) ---------------------------- ბ) ---------------------------- გ) --------------------------------------
კომისიის დასკვნა
------------------------------------------------------------
კომისიის წევრები:
1 ----------------------------------------------------------
2 ----------------------------------------------------------
3 ---------------------------------------------------------
4 ----------------------------------------------------------
5 ----------------------------------------------------------
ვამტკიცებ: დაწესებულების ხელმძღვანელი:
ბ.ა.
ფორმა №4
ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლის აქტი
დანახარჯების ლიკვიდაცია
ლიკვიდაციის შედეგად მიღებული
დოკუმენტის დასახელება
დანახარჯების
ჩამონათვალი
თანხა
ლარი
დოკუმენტაციის დასახელება
ფასეულობათა სახეები
რაოდენობა
თანხა (ლარი)
1
2
3
4
5
6
7
ლიკვიდაციის შედეგი ...........................................................................................................
20 წ. ----- ------------------------------ კომისიის თავმჯდომარე: თავმჯდომარის მოადგილე: ბუღალტერი:
კომისიის წევრები:
ვამტკიცებ: დაწესებულების ხელმძღვანელი:
ბ.ა.
ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა --------------: (..........................................................).