მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №55 |
|
2023 წლის 26 დეკემბერი ქ. მცხეთა |
|
მუხლი 1. ზოგადი დებულება
ეს წესი განსაზღვრავს მცხეთს მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის პროცედურებს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ორგანიზაცია – მცხეთის მუნიციპალიტეტი, მცხეთს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ი; 2. ქონება – მცხეთის მუნიციპალიტეტის, მცხეთს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული აქტივები; 3. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონება. 4. ინვენტარიზაციის კომისია – ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზირებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით ორგანიზაციაში შექმნილი კომისია. 5. ქონების განადგურება – შესაბამის ორგანიზაციაზე, ხელშეკრულების საფუძველზე, მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული ჩამოწერილი ქონება; მუხლი 3. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება: ა) მოძრავი ქონების – მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით; ბ) უძრავი ქონების – მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით. 2. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება: ა) მოძრავი ქონების – ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებითა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით; ბ) უძრავი ქონების – მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის წარდგინებით და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. მუხლი 4. ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის შექმნისა და ქონების ჩამოწერის წესი
1. ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე იქმნება საინვენტარიზაციო კომისია. საინვენტარიზაციო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ ხუთი წევრისაგან, მათ შორის: თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი, ბუღალტერი (აღრიცხვაანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და წევრ(ებ)ი, საინვენტარიზაციო კომისიის დასაკომპლექტებლად საშტატო ერთეულების არასაკმარისი რიცხოვნობის შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისიის შემადგენლობა მტკიცდება მათი მაქსიმალური რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა. 2. საინვენტარიზაციო კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას, შესაბამისი გადაწყვეტილებით ასაბუთებს ძირითადი აქტივების ჩამოწერის აუცილებლობას, ავსებს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით დამტკიცებული ტიპური აქტების ფორმის შესაბამისად (ფორმა №1, ფორმა №2) და საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს (ფორმა №3, №4), ასევე, საინვენტარიზაციო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო), ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტაციას წარუდგენს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს/ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. მუხლი 5. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვა
1. ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ფორმა №3 დანართის საფუძველზე, ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით (კომისიის და/ან აუდიტის მიერ) დადგენილი ღირებულების შესაბამისად. 2. ჩამოწერის შედეგად მიღებული და მარაგების სახით ბალანსზე აღრიცხული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვას ორგანიზაცია ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 6. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი აქტივების განადგურება
1.ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას, რომელიც ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება ამავე ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი და დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი. 3. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განადგურება უნდა განხორციელდეს ამ მიზნისათვის კანონმდებლობით გამოყოფილ ადგილებში. 4. ქონების განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საინვენტარიზაციო კომისია. ფორმა №1 ჩამოსაწერი ძირითადი აქტივის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი 20 წლის----------------------------------------------------------- მდგომარეობით მცხეთის მუნიციპალიტეტი (მესაკუთრე, ბალანსმფლობელი) ---------------------------------------------------
2. 3. 4. 5. შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1998 წლის 1 იანვრის შემდეგ, გრ. 5-დან გრ.11-ის ჩათვლით არ ივსება.
ფორმა №2 ჩამოსაწერი ძირითადი აქტივის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი 20 წლის-----------------------------------------------------------მდგომარეობით მცხეთის მუნიციპალიტეტი (მესაკუთრე, ბალანსმფლობელი) ---------------------------------------------------
კომისიის წევრები: 1. 2. 3. 4. შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1998 წლის 1 იანვრის შემდეგ, გრ.5-დან გრ.11-ის ჩათვლით არ ივსება.
ფორმა №3 ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი 20 წლის ----------------------------------მდგომარეობით მცხეთის მუნიციპალიტეტი (მესაკუთრე, ბალანსმფლობელი) ----------------------------------------
ა) ---------------------------- ბ) ---------------------------- გ) --------------------------------------
კომისიის დასკვნა ------------------------------------------------------------ კომისიის წევრები: 1 ---------------------------------------------------------- 2 ---------------------------------------------------------- 3 --------------------------------------------------------- 4 ---------------------------------------------------------- 5 ----------------------------------------------------------
ვამტკიცებ: დაწესებულების ხელმძღვანელი:
ბ.ა.
ფორმა №4 ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლის აქტი
ლიკვიდაციის შედეგი ........................................................................................................... 20 წ. ----- ------------------------------ კომისიის თავმჯდომარე: თავმჯდომარის მოადგილე: ბუღალტერი: კომისიის წევრები: ვამტკიცებ: დაწესებულების ხელმძღვანელი:
ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა --------------: (..........................................................)
|