თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.10.2019
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №284
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016388
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/10/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,164 სიტყვა · ~6 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
პატრონიანი ცხოველი
ცხოველი, რომელსაც ჰყავს მეპატრონე და კონკრეტული მომენტისთვის იმყოფება მეპატრონის, ან მეპატრონის მიერ უფლებამოსილი პირის კონტროლქვეშ
მუხლი 3
უმეთვალყურეო ცხოველი
ცხოველი, რომელზეც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ ხორციელდება მეთვალყურეობა და რომელსაც ცხოველთა სადგომში (სპეციალურად გამოყოფილი ადგილი) გადაყვანიდან წესით განსაზღვრულ ვადაში დაუდგინდება მეპატრონე
მუხლი 3
ცხოველის მესაკუთრე (მეპატრონე)
პირი, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში ჰყავს ცხოველი და რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის წინამდებარე წესით დადგენილ მოვლა-პატრონობას
მუხლი 3
ცხოველის მოვლა-პატრონობა
ცხოველის კვება, ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნა, საცხოვრებელი ფართის გამოყოფა შესაბამისი სანიტარიულჰიგიენური პირობებით. ვეტერინარული ზედამხედველობა და მომსახურება – დაავადების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ცოფის და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ვეტერინარული მკურნალობა
მუხლი 3
ვეტერინარული სამედიცინო მომსახურება
ცხოველთა სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა
მუხლი 3
ცხოველთა სადგომი
სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა გარკვეული რაოდენობის მოთავსება მათი სამართლებრივი, ვეტერინარული მდგომარეობის დადგენისა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დმანისის მუნიციპალიტეტში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 27.03.2015 ხაშურის და დაბა სურამის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებში, სკვერებში, ბულვარში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, საერთო სარგებლობის ეზოებში (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე), საერთაშორისო მნიშვნელობის გზების ორივე გვერდულის გასწვრივ, გამწვანების - ზოლში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ყოლის აკრძალვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 04.05.2015 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 25.02.2026 მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, აგრეთვე ძაღლის ან/და კატის ყოფნის/ყოლის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 14.09.2018 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 03.11.2023

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №284 2019 წლის 25 ოქტომბერი ქ. თეთრიწყარო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 209-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესი“ (დანართი №1). მუხლი 2🔗 დაევალოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესის“ ასამოქმედებლად საჭირო ფინანსური რესურსის მოძიება და ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვა. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე დანართი №1 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  ეს წესი აწესრიგებს: ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საზღვრებში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების პირობებს. ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ჯარიმის გადახდის ოდენობასა და წესს, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობებს; ბ) წესი ვრცელდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მცხოვრებ მოქალაქეებზე, რომლებსაც საკუთრებაში, მფლობელობაში ან სარგებლობაში ჰყავთ სხვადასხვა სახის შინაური ცხოველი (ძროხა, ცხენი, ვირი, თხა, ცხვარი, ღორი და სხვა). მუხლი 2🔗. წესის მიზანი წესის მიზანია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში იერსახის, სისუფთავის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა; ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნა. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პატრონიანი ცხოველი – ცხოველი, რომელსაც ჰყავს მეპატრონე და კონკრეტული მომენტისთვის იმყოფება მეპატრონის, ან მეპატრონის მიერ უფლებამოსილი პირის კონტროლქვეშ; ბ) უმეთვალყურეო ცხოველი – ცხოველი, რომელზეც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ ხორციელდება მეთვალყურეობა და რომელსაც ცხოველთა სადგომში (სპეციალურად გამოყოფილი ადგილი) გადაყვანიდან წესით განსაზღვრულ ვადაში დაუდგინდება მეპატრონე; გ) ცხოველის მესაკუთრე (მეპატრონე) – პირი, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში ჰყავს ცხოველი და რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის წინამდებარე წესით დადგენილ მოვლა-პატრონობას; დ) ცხოველის მოვლა-პატრონობა – ცხოველის კვება, ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნა, საცხოვრებელი ფართის გამოყოფა შესაბამისი სანიტარიულჰიგიენური პირობებით. ვეტერინარული ზედამხედველობა და მომსახურება – დაავადების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ცოფის და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ვეტერინარული მკურნალობა; ე) ვეტერინარული სამედიცინო მომსახურება – ცხოველთა სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა; ვ) ცხოველთა სადგომი – სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა გარკვეული რაოდენობის მოთავსება მათი სამართლებრივი, ვეტერინარული მდგომარეობის დადგენისა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით. მუხლი 4🔗. პირუტყვის მოვლა-პატრონობა შინაური ცხოველების მესაკუთრეები (მეპატრონეები) ვალდებულნი არიან:  ა) არ დაუშვან მათი შინაური ცხოველების უმეთვალყურეოდ გაშვება  სპეციალური იზოლირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ: ქალაქის ქუჩებში, პარკებში, მოედნებსა და სკვერებში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში; ბ) მკაცრად დაიცვან შინაური ცხოველების შენახვის წესები, უზრუნველყონ გარემომცველ პირთა უსაფრთხოება და არ დაუშვან შინაური ცხოველების მიერ საერთო საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილების დაბინძურება, მწვანე ნარგავების (მწვანე საფარის) დაზიანება, აგრეთვე, შინაური ცხოველებისათვის არაკეთილსაიმედო (ანტისანიტარიული) პროდუქტების გამოყენება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების სახით; გ) ცხოველის გვამის დამარხვა უნდა განხორციელდეს სპეციალურ გამოყოფილ ადგილებში; დ) ცხოველის მეპატრონემ უნდა უზრუნველყოს ცხოველის ყოველწლიური ვეტერინარულ-სანიტარიული შემოწმება, ვაქცინაცია, მკურნალობა და სხვა. ე) მეპატრონემ ცხოველისათვის დაავადების კლინიკური ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს ვეტერინარს; ვ) მეპატრონე ვალდებულია აანაზღაუროს მისი ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 5🔗. წვრილფეხა და მსხვილფეხა უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების პირობები, კონტროლზე უფლებამოსილი ორგანო და მისი პასუხისმგებლობა  1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში (ქალაქის ტერიტორიული ერთეულების ცენტრალურ ნაწილებში, ქალაქის პარკებში, ქუჩებში, მოედნებსა და სკვერებში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში) აკრძალულია შინაური ცხოველების უმეთვალყურეოდ გადაადგილება (ძაღლების გასეირნება ქალაქის ტერიტორიაზე დასაშვებია მხოლოდ მოკლე საბმელისა და ალიკაპის გამოყენებით). ასეთ შემთხვევაში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში უმეთვალყურეოდ მიტოვებულ, მოხეტიალე პირუტყვზე კონტროლის ორგანიზება განეკუთვნება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას; წესის  განხორციელება  შესაძლებელი იქნება  ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ან კანონმდებლობით დადგენილი წესით საამისოდ უფლებამოსილი პირის მეშვეობით. უფლებამოსილი ორგანო/ფიზიკური პირი დაუყოვნებლივ ახდენს მოხეტიალე შინაური ცხოველის დაჭერას და გადაჰყავს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე (სადგომზე), სადაც ხდება შინაური ცხოველის იზოლირება. შინაური ცხოველის იზოლირება და მესაკუთრეთათვის დაბრუნება ხდება ექიმ- ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ. 2. უმეთვალყურეოდ (უპატრონოდ) მიტოვებული შინაური მოხეტიალე ცხოველების იზოლირება-განთავსება ხდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე (სადგომზე) სათანადო მოვლით, შენახვით, დაცვით, კვებითა და დარწყულების უზრუნველყოფით. 3. უმეთვალყურეოდ გაშვებული ცხოველის დაჭერის შემთხვევაში შესაბამისი ორგანიზაცია ავრცელებს ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ იმგვარად, რომ ივარაუდებოდეს ინფორმაციის საზოგადოების ფართო ფენებისადმი მისაწვდომობა. გავრცელებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მოწოდებას მესაკუთრის მიერ დაკავებული პირუტყვის წაყვანის შესახებ. 4. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები შეადგენს 10 (ათი) ლარს. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით. 5. დაჭერილი და სპეციალურ  სადგომში  გადაყვანილი წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება ევალება პირუტყვის მესაკუთრეს.   6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალწარმოებაზე პასუხიმგებელი სტრუქტურული ერთეული განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. ჯარიმა და მომსახურების საფასური მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.   7. ორგანიზაცია/ ფიზიკური პირი, რომელთანაც კანონით დადგენილი წესით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას, პასუხისმგებელია წინამდებარე დადგენილების აღსრულებაზე და ვალდებულია: ა) სათანადო დონეზე განახორციელოს იზოლირებული ცხოველის მოვლა-პატრონობა, შენახვა, დაცვა, კვება და დარწყულება; ბ) არ განახორციელოს იზოლირებული შინაური ცხოველის მიმართ არაჰუმანური და კანონსაწინააღმდეგო ქმედებანი; გ) აწარმოოს ცხოველთა მონაცემების ბაზა; დ) შინაური ცხოველის სადგომზე მიყვანისთანავე შინაურ ცხოველს ჩაუტაროს შესაბამისი ვეტერინარული შემოწმება შესაბამისი ექიმ-ვეტერინარის წერილობითი დასკვნით, რის საფუძველზეც დგინდება, არის თუ არა იზოლირებული შინაური ცხოველი რაიმე დაავადების მატარებელი და ქმნის თუ არა გადამდები დაავადებების გავრცელების საშიშროებას. ვეტერინარული შემოწმება უნდა ჩაუტარდეს ასევე იზოლირებული შინაური ცხოველის მეპატრონისათვის დაბრუნების დროს; ე) ამ წესითა და საკუთარი დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;  8. იმ შემთხვევაში, თუ იზოლირებული შინაური ცხოველი პასუხისმგებელი ორგანიზაციის/ფიზიკური პირის  ბრალით, გაურკვეველი მიზეზების გამო, დაიღუპა, მაშინ მესაკუთრისადმი მიყენებულ ზარალს, იმ დროისათვის არსებული საბაზრო ფასის ოდენობით,  მთლიანად ანაზღაურებს წინამდებარე წესის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 6🔗. ცხოველთა სადგომები წინამდებარე წესის აღსრულებაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციას შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად უნდა ჰქონდეს: ა) შერჩეული (გამოყოფილი) სპეციალურად ამ საქმიანობისათვის სათანადოდ შემოღობილი და აღჭურვილი ტერიტორიები/სადგომები; ბ) შესაბამისი პირობები იზოლირებული შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისათვის; გ) შესაბამისი ხელშეკრულება ექიმ-ვეტერინართან, რომელიც განახორციელებს იზოლირებული შინაური ცხოველის ვეტერინარულ შემოწმებას. მუხლი 7🔗. შინაური ცხოველის მესაკუთრის (მეპატრონის) პასუხისმგებლობა 1. ქალაქის ქუჩებში, ბაღებში, პარკებში, სკვერებში, გაზონებში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება კანონით დადგენილი წესით, პირველ შემთხვევაში 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 100 (ასი) ლარის ოდენობით. 2. უმეთვალყურეოდ მიტოვებული მოხეტიალე შინაური ცხოველის მესაკუთრის დაჯარიმების უფლება აქვს მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრულ ორგანოს/პირს.  3. იზოლირებული შინაური ცხოველის მეპატრონე (მესაკუთრე) ვალდებულია მიაკითხოს იზოლირებული პირუტყვის მოვლა-შენახვაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციას/ფიზიკურ პირს. იზოლირებული შინაური ცხოველის მეპატრონის მიერ მფლობელობის დამტკიცების, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის,   ჯარიმის გადახდისა და პირუტყვის მოვლა-შენახვაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების   დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ იზოლირებული შინაური ცხოველი უბრუნდება მესაკუთრეს. 4. იმ შემთხვევაში, თუ იზოლირებული შინაური ცხოველის მესაკუთრე ვერ ადასტურებს მასზე საკუთრების უფლებას, მაშინ იზოლირებული შინაური ცხოველი უბრუნდება მეპატრონეს მხოლოდ მოწმეების ჩვენების საფუძველზე, საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, რაზედაც პასუხისმგებელია შესაბამისი ორგანიზაცია/ფიზიკური პირი. 5. იმ შემთხვევაში, თუ შინაური ცხოველის იზოლირების მომენტიდან მესაკუთრე (მეპატრონე) 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში არ გადაიხდის დაწესებულ ჯარიმას, ექიმი-ვეტერინარის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, თუ შინაური ცხოველი ჯანმრთელია, ექვემდებარება რეალიზაციას. ამოღებული თანხიდან დაიფარება ჯარიმის ოდენობა, ხოლო დარჩენილი თანხა გადაეცემა რეალიზაციაში გაშვებული შინაური ცხოველის უკვე ყოფილ მესაკუთრეს. რეალიზაციის შემდგომ პრეტენზიები მხედველობაში არ მიიღება. მუხლი 8🔗. შინაური ცხოველის (პირუტყვის) მოკვდინება იმ შემთხვევაში, თუ იზოლირებული შინაური ცხოველი (პირუტყვი) ექიმი-ვეტერინარის მიერ ჩატარებული შემოწმების და მისი დასკვნის საფუძველზე აღმოჩნდება დაავადებული და ქმნის გადამდები დაავადებების/სნეულებების გავრცელების საშიშროებას, მაშინ იგი შესაბამისი სანიტარიული ნორმების (წესების) დაცვით ექვემდებარება განადგურებას.