1. სამთავრობო კომისია არის გაეროს სანქციების კომიტეტისა და სხვა სტრუქტურებისთვის მთავარი საკონტაქტო ორგანო საქართველოში ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას.
2. სამთავრობო კომისიის მართვასთან, სტრუქტურასთან, უფლებამოსილებასთან, შემადგენლობასა და საქმიანობის წესთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება სამთავრობო კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. სამთავრობო კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში თანამშრომლობს და ცვლის ინფორმაციას საქართველოს და სხვა იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
4. სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში ფუნქციონირებს მის მიერ შექმნილი თემატური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ სათანადო ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებასა და გავრცელებას სამთავრობო კომისიის მიერ საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად.
საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3766 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1119 – ვებგვერდი, 28.11.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.11.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.11.2025 კანონი №1119
- 29.11.2023 კანონი №3766
წინა რედაქცია (30.10.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 40. სამთავრობო კომისია და სამუშაო ჯგუფი 1. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია (შემდგომ − სამთავრობო კომის ია) არის საქართველოში მთავარი საკონტაქტო ორგანო გაეროს სანქციების კომიტეტისთვისა და სხვა სტრუქტურებისთვის მთავარი საკონტაქტო ორგანო საქართველოში ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას. 2. სამთავრობო კომისიის მართვასთან, სტრუქტურასთან, უფლებამოსილებასთან, შემადგენლობასა და საქმიანობის წესთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება სამთავრობო კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. სამთავრობო კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში თანამშრომლობს და ცვლის ინფორმაციას საქართველოს და სხვა იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 4. სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში ფუნქციონირებს მის მიერ შექმნილი თემატური სამუშაო ჯგუფები, რომელიც სამთავრობო კომისიის ფუნქციების შესასრც ულებლად უზრუნველყოფენ ს სათანადო ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებასა და გავრცელებას სამთავრობო კომისიის მიერ საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად.