1. სამსახური აანალიზებს ანგარიშვალდებული პირებისგან და სხვა წყაროებიდან მიღებულ ანგარიშგებებსა და სხვა ინფორმაციას (დოკუმენტს) და ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში თავისი ანალიზის შედეგებს უგზავნის საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

11. სამსახური ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ოპერაციულ და სტრატეგიულ ანალიზებს ატარებს. სამსახური ანგარიშვალდებული პირებისგან და სხვა წყაროებიდან მიღებულ ანგარიშგებებსა და სხვა ინფორმაციას (დოკუმენტს) ოპერაციული და სტრატეგიული ანალიზებისთვის იყენებს. სამსახური უფლებამოსილია ოპერაციული და სტრატეგიული ანალიზების ჩატარებისთვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტი) ადგილსამყოფელი იურისდიქციის ან სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოებისგან გამოითხოვოს. სამსახური საჭიროების შემთხვევაში სტრატეგიული ანალიზის შედეგებს საზედამხედველო ორგანოს, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს უზიარებს.

12. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ კანონის 431 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენასა და აღკვეთას.

2. სამსახური აცნობებს ანგარიშვალდებულ პირს მის მიერ წარდგენილი ანგარიშგების ამ კანონისა და სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ, აგრეთვე ანგარიშგების საფუძველზე სამსახურის მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგებს.

3. სამსახური სწავლობს საქართველოში და საზღვარგარეთ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ხერხებს და შეიმუშავებს საეჭვო გარიგების გამოვლენისას ანგარიშვალდებული პირისთვის სახელმძღვანელო, საყურადღებო ნიშნებს.

4. სამსახური გამოსცემს სახელმძღვანელო მითითებებს და შეიმუშავებს მეთოდურ რეკომენდაციებს ანგარიშვალდებული პირის მიერ ამ კანონისა და სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულების საკითხებზე.

5. სამსახური მონაწილეობს საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სფეროში სამართლებრივი აქტებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების შემუშავებასა და განხილვაში.

6. სამსახური თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში და ფორუმებზე, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით თანამშრომლობს სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურთან.

საქართველოს 2022 წლის 11 მაისის კანონი №1566 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023წ.

საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1119 – ვებგვერდი, 28.11.2025