1. სამსახურის დაფინანსების წყაროებია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სამსახურის მიმდინარე ხარჯებისთვის გათვალისწინებული სახსრების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით დასაშვებია მხოლოდ სამსახურის უფროსის წინასწარი თანხმობით.

3. სამსახურის მოხელის შრომის ანაზღაურების ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საბანკო სისტემაში არსებულ შრომის ანაზღაურების დონეს.

4. სამსახურის საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ