1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი (ბრძანება) და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი.
2. სამსახურის უფროსს 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ბ) მძიმე სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენა;
გ) სამსახურებრივი მოვალეობის ზედიზედ 4 თვის განმავლობაში შეუსრულებლობა;
დ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ვ) სამსახურის უფროსის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;
ზ) პირადი განცხადება;
თ) გარდაცვალება.
4. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები. სამსახურის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროს