1. ამ კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგება და სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი) სამსახურს წარედგინება ელექტრონულად ან წერილობით, სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.
2. ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება სამსახურს უნდა წარედგინოს საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის დღესვე.
3. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშგებები სამსახურს უნდა წარედგინოს სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ვადაში.
4. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება სამსახურს უნდა წარედგინოს ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
5. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტი) სამსახურს უნდა წარედგინოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
6. ადვოკატი უფლებამოსილია ამ კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი) ამ მუხლით დადგენილ ვადებში სამსახურის ნაცვლად საზედამხედველო ორგანოს წარუდგინოს. ამ შემთხვევაში საზედამხედველო ორგანომ იმავე სამუშაო დღეს სამსახურს უცვლელი სახით უნდა წარუდგინოს აღნიშნული ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი).
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023წ.
თავი VI
ინფორმაციის შენახვა და მისი კონფიდენციალურობის დაც
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.05.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (30.10.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 26. ინფორმაციის წარდგენის წესი და ვადები 1. ამ კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგება და სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი) სამსახურს წარედგინება ელექტრონულად ან წერილობით, სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. 2. ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება სამსახურს უნდა წარედგინოს საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის დღესვე. 3. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშგებები სამსახურს უნდა წარედგინოს სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ვადაში. 4. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება სამსახურს უნდა წარედგინოს ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. 5. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტი) სამსახურს უნდა წარედგინოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. 6. ადვოკატი უფლებამოსილია ამ კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი) ამ მუხლით დადგენილ ვადებში სამსახურის ნაცვლად საზედამხედველო ორგანოს წარუდგინოს. ამ შემთხვევაში საზედამხედველო ორგანომ არაუგვიმანვე ს მომდევნო სამუშაო დღიესა სამსახურს უცვლელი სახით უნდა წარუდგინოს აღნიშნული ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი). თავი VI ინფორმაციის შენახვა და მისი კონფიდენციალურობის დაცვა
Law of Georgia „LAW OF GEORGIA ON FACILITATING THE PREVENTION OF MONEY LAUNDERING AND THE FINANCING OF TERRORISM“, მუხლი 26, №5226-Iს, 30.10.2019, სარეგისტრაციო კოდი 080090020.05.001.019627 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4690334/muxli-26/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია