1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად დანერგოს შიდა კონტროლის ისეთი პოლიტიკა, წესები, სისტემები და მექანიზმები (შემდგომ − შესაბამისობის კონტროლის სისტემა), რომლებიც მისი საქმიანობის ხასიათის, მოცულობისა და მასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების პროპორციულია.
2. შესაბამისობის კონტროლის სისტემის დანერგვის მიზნით ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია. შიდა ინსტრუქციას ამტკიცებს ანგარიშვალდებული პირის მმართველობის ორგანო ან ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი. შიდა ინსტრუქციით სხვა საკითხებთან ერთად უნდა განისაზღვროს:
ა) შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირის ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და თანამშრომელთა უფლებები და მოვალეობები;
ბ) თანამშრომელთა შერჩევის წესები მაღალი კვალიფიკაციისა და რეპუტაციის მქონე პირების სამსახურში მისაღებად;
გ) თანამშრომელთა განგრძობითი სწავლების პროგრამა მათთვის ამ კანონის, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შიდა ინსტრუქციის მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით;
დ) დამოუკიდებელი აუდიტის ფუნქცია შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობის შესამოწმებლად.
3. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ეფექტიანი შესაძლებლობით, დროულად მოიპოვონ საკუთარი ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტი) და დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის თაობაზე.
4. ანგარიშვალდებული პირის ორგანიზაციულ სტრუქტურაში არსებული შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირის ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა ზედა იერარქიულ (მენეჯმენტის) დონეს უნდა შეესაბამებოდეს. შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირი ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული უნდა იყოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირის მიმართ.
5. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა განსაზღვროს თავისი მმართველობის ორგანოს წევრი ან ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობისთვის.
6. (ამოღებულია - 16.05.2023, №2889).
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4237 – ვებგვერდი, 31.05.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.05.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 30.05.2024 კანონი №4237
- 16.05.2023 კანონი №2889
წინა რედაქცია (30.10.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 29. შესაბამისობის კონტროლის სისტემა 1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად დანერგოს შიდა კონტროლის ისეთი პოლიტიკა, წესები, სისტემები და მექანიზმები (შემდგომ − შესაბამისობის კონტროლის სისტემა), რომლებიც მისი საქმიანობის ხასიათის, მოცულობისა და მასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების პროპორციულია. 2. შესაბამისობის კონტროლის სისტემის დანერგვის მიზნით ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია. შიდა ინსტრუქციას ამტკიცებს ანგარიშვალდებული პირის მმართველობის ორგანო ან ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი. შიდა ინსტრუქციით სხვა საკითხებთან ერთად უნდა განისაზღვროს: ა) შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირის ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და თანამშრომელთა უფლებები და მოვალეობები; ბ) თანამშრომელთა შერჩევის წესები მაღალი კვალიფიკაციისა და რეპუტაციის მქონე პირების სამსახურში მისაღებად; გ) თანამშრომელთა განგრძობითი სწავლების პროგრამა მათთვის ამ კანონის, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შიდა ინსტრუქციის მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით; დ) დამოუკიდებელი აუდიტის ფუნქცია შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობის შესამოწმებლად. 3. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ეფექტიანი შესაძლებლობით, დროულად მოიპოვონ საკუთარი ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტი) და დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის თაობაზე. 4. ანგარიშვალდებული პირის ორგანიზაციულ სტრუქტურაში არსებული შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირის ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა ზედა იერარქიულ (მენეჯმენტის) დონეს უნდა შეესაბამებოდეს. შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირი ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული უნდა იყოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირის მიმართ. 5. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა განსაზღვროს თავისი მმართველობის ორგანოს წევრი ან ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობისთვის. 6. ინდივიდუ(ალური მეწარმე ან ფიზიკური პირი, რომღელიც დამოუკიდებლად ახორციელებს პროფესიულ საქმია ნობას, საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება გათავისუფლდეს ამ მუხლის მე-2−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან მისი საქმიანობის ხასიათის 16.05.2023, მოცულობისა და მასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების გათვალისწინებით№2889).