თავი VI — ინფორმაციის შენახვა და მისი კონფიდენციალურობის დაცვა
1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია შეინახოს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოპოვებული ინფორმაცია (დოკუმენტი) და ჩატარებული ანალიზის შედეგები, აგრეთვე კლიენტის ანგარიშთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და საქმიანი კორესპონდენცია საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტიდან ან ერთჯერადი გარიგების დადებიდან 5 წლის განმავლობაში.
2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით შეინახოს გარიგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია (დოკუმენტი), რომელიც გარიგების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მოძიების საშუალებას იძლევა, გარიგების მომზადებიდან, დადებიდან ან შესრულებიდან 5 წლის განმავლობაში.
3. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია შეინახოს ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი ანგარიშგება და სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი) და ამავე კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრული წერილობითი მითითება და წერილობითი ოქმები 5 წლის განმავლობაში.
4. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაიზარდოს სამსახურის ან საზედამხედველო ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, არაუმეტეს 5 წლით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტი) ინახება ისეთი ფორმით, რომ შესაძლებელი იყოს დაუყოვნებლივ მისი კომპეტენტური ორგანოსთვის წარდგენა, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნისას − აგრეთვე მტკიცებულებად გამოყენება.
6. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ხასიათისა და მოცულობის გათვალისწინებით შექმნას მონაცემთა აღრიცხვისა და დამუშავების სათანადო ელექტრონული სისტემა ამ მუხლის შესაბამისად ინფორმაციის (დოკუმენტის) შენახვის მიზნით, დაკავშირებული გარიგებების, უჩვეულო გარიგებისა და საეჭვო გარიგების გამოსავლენად.
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023
მთავარი მონაცემები
ვადა5 წლის განმავლობაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.05.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (30.10.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 27. ინფორმაციის შენახვის წესი და ვადები 1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია შეინახოს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოპოვებული ინფორმაცია (დოკუმენტი) და ჩატარებული ანალიზის შედეგები, აგრეთვე კლიენტის ანგარიშთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და საქმიანი კორესპონდენცია საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტიდან ან ერთჯერადი გარიგების დადებიდან 5 წლის განმავლობაში. 2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით შეინახოს გარიგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია (დოკუმენტი), რომელიც გარიგების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მოძიების საშუალებას იძლევა, გარიგების მომზადებიდან, დადებიდან ან შესრულებიდან 5 წლის განმავლობაში. 3. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია შეინახოს ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი ანგარიშგება და სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი) და ამავე კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრული წერილობითი მითითება და წერილობითი ოქმები 5 წლის განმავლობაში. 4. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაიზარდოს სამსახურის ან საზედამხედველო ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, არაუმეტეს 5 წლით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტი) ინახება ისეთი ფორმით, რომ შესაძლებელი იყოს სათანადაუყოვადაშნებლივ მისი კომპეტენტური ორგანოსთვის წარდგენა, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნისას − აგრეთვე მტკიცებულებად გამოყენება. 6. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ხასიათისა და მოცულობის გათვალისწინებით შექმნას მონაცემთა აღრიცხვისა და დამუშავების სათანადო ელექტრონული სისტემა ამ მუხლის შესაბამისად ინფორმაციის (დოკუმენტის) შენახვის მიზნით, დაკავშირებული გარიგებების, უჩვეულო გარიგებისა და საეჭვო გარიგების გამოსავლენად.
Law of Georgia „LAW OF GEORGIA ON FACILITATING THE PREVENTION OF MONEY LAUNDERING AND THE FINANCING OF TERRORISM“, მუხლი 27, №5226-Iს, 30.10.2019, სარეგისტრაციო კოდი 080090020.05.001.019627 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4690334/muxli-27/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია