თავი IV — გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები და გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები
1. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია გამოვლენილი რისკების შესაბამისად ნაკლები რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიმართ განახორციელოს გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის:
ა) საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით განახორციელოს კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაცია;
ბ) შეამციროს კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების სიხშირე;
გ) შეამციროს საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგის განხორციელებისას გარიგებების შესწავლის სიხშირე და მოცულობა გონივრული თანხობრივი ზღვრის ფარგლებში;
დ) საქმიანი ურთიერთობის ან გარიგებათა სახეობებიდან გამომდინარე, დაადგინოს საქმიანი ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი.
2. გამარტივებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია კლიენტის ნაკლები რისკის დონისთვის მიკუთვნების გონივრულობის დასადგენად.
3. დაუშვებელია, ანგარიშვალდებულმა პირმა გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მომეტებული რისკის მახასიათებლების არსებობისას.
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023წ.
თავი V
სამსახურისთვის ინფორმაციის წარდგე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.05.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (30.10.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 24. გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები 1. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია გამოვლენილი რისკების შესაბამისად დნაბაკლები რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიმართ განახორციელოს გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის: ა) საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით განახორციელოს კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაცია; ბ) შეამციროს კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების სიხშირე; გ) შეამციროს საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგის განხორციელებისას გარიგებების შესწავლის სიხშირე და მოცულობა გონივრული თანხობრივი ზღვრის ფარგლებში; დ) საქმიანი ურთიერთობის ან გარიგებათა სახეობებიდან გამომდინარე, დაადგინოს საქმიანი ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი. 2. გამარტივებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია კლიენტის დნაბაკლები რისკის დონისთვის მიკუთვნების გონივრულობის დასადგენად. 3. დაუშვებელია, ანგარიშვალდებულმა პირმა გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მომეჭვტებული რისკის მახასიათებლების არსებობისას. თავი V სამსახურისთვის ინფორმაციის წარდგენა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 13. ფულის გათეთრების პრევენციის ზომები— დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია
Law of Georgia „LAW OF GEORGIA ON FACILITATING THE PREVENTION OF MONEY LAUNDERING AND THE FINANCING OF TERRORISM“, მუხლი 24, №5226-Iს, 30.10.2019, სარეგისტრაციო კოდი 080090020.05.001.019627 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4690334/muxli-24/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია