თავი IV — გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები და გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები
1. ამ კანონის მიზნებისთვის მაღალი რისკის იურისდიქცია არის ქვეყანა ან ტერიტორია, სადაც ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სისტემას სერიოზული ნაკლოვანებები აქვს. საქართველოს ეროვნული ბანკი სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხას და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილება შეაქვს.
2. ანგარიშვალდებულმა პირმა იმ ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის მიმართ, რომლის ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია, უნდა განახორციელოს რისკის, საქმიანი ურთიერთობისა და გარიგების პროპორციული გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები.
3. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად უნდა განახორციელოს აგრეთვე რისკის პროპორციული გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, თუ:
ა) კლიენტი არის მაღალი რისკის იურისდიქციაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან ასეთი იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი ან/და მისი მართვა ან ოპერირება მაღალი რისკის იურისდიქციიდან ხდება;
ბ) კლიენტი არის მაღალი რისკის იურისდიქციაში რეგისტრაციის ადგილის ან/და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მქონე ფიზიკური პირი;
გ) გარიგება იდება ან სრულდება ისეთი ფინანსური ინსტიტუტის მეშვეობით, რომლის ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია.
4. გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სავალდებულო არ არის, თუ კლიენტი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი.
5. გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სავალდებულო არ არის, თუ ფინანსური ინსტიტუტი, რომლის ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია, არის საქართველოში რეგისტრირებული ფინანსური ინსტიტუტის შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) ან ფილიალი და ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვას უზრუნველყოფს.
6. კომპეტენტურ ორგანოს უნდა შეეძლოს რისკის პროპორციული ღონისძიებების განხორციელება:
ა) ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მიერ საჯარო განცხადების გაკეთების შემთხვევაში;
ბ) ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) საჯარო განცხადებისგან დამოუკიდებლად.
საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4237 – ვებგვერდი, 31.05.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.05.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.05.2024 კანონი №4237
წინა რედაქცია (30.10.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. მაღალი რისკის იურისდიქცია 1. ამ კანონის მიზნებისთვის მაღალი რისკის იურისდიქცია არის ქვეყანა ან ტერიტორია, რომელშისადაც ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სისტემას სერიოზული ნაკლოვანებები აქვს. საქართველოს ეროვნული ბანკი სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხას და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილება შეაქვს. 2. ანგარიშვალდებულმა პირმა აიმ ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის მიმართ, რონმლის ადგილსამყოფე-11ლი მუხაღალი რის პკის იურვისდიქციაშია, უნდა განახორციელოს რი−სკის, საქმე-4 პუიანქტი ურთიერთობით გსათვ დალ გარიგებისწ პროპორცინული გაძლიერებულ ში პრემთხვევნციული ღონისძიებშები. 3. ამნგარიშვალდებულმა პირმა ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად უნდა განახორციელოს აგრეთვე რისკის პროპორციული გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, თუ: ა) კლიენტი არის მაღალი რისკის იურისდიქციაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან ასეთი იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი ან/და მისი მართვა ან ოპერირება მაღალი რისკის იურისდიქციიდან ხდება; ბ) კლიენტი არის მაღალი რისკის იურისდიქციაში რეგისტრაციის ადგილის ან/და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მქონე ფიზიკური პირი; გ) გარიგება იდება ან სრულდება ისეთი ფინანსური ინსტიტუტის მეშვეობით, რომლის ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია. 34. გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება ამ მუხლის მე-23 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალის შწინესაბაულ შემთხვევაში სად სავალდებულო არ არის, თუ კლიენტი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი. 45. გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება ამ მუხლის მე-23 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სავალდებულო არ არის, თუ ფინანსური ინსტიტუტი, რომლის ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია, არის საქართველოში რეგისტრირებული ფინანსური ინსტიტუტის შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) ან ფილიალი და ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვას უზრუნველყოფს. 6. კომპეტენტურ ორგანოს უნდა შეეძლოს რისკის პროპორციული ღონისძიებების განხორციელება: ა) ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მიერ საჯარო განცხადების გაკეთების შემთხვევაში; ბ) ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) საჯარო განცხადებისგან დამოუკიდებლად.