1. სადაზღვევო ორგანიზაცია, სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლის მიმართ, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა, განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) განახორციელოს წინასწარ განსაზღვრული მოსარგებლის იდენტიფიკაცია;
ბ) თუ მოსარგებლე წინასწარ განსაზღვრული არ არის, მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია სავარაუდო მოსარგებლეთა წრის შესახებ, რათა დარწმუნდეს, რომ შეძლებს, მოსარგებლის იდენტიფიკაცია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე განახორციელოს.
2. თუ ფინანსური ინსტიტუტისთვის ცნობილი გახდა მესამე პირისთვის სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების/პოლისის მოთხოვნის უფლების მთლიანად ან ნაწილობრივ დათმობის შესახებ, მესამე პირის იდენტიფიკაცია რაც შეიძლება სწრაფად, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.
3. სადაზღვევო ორგანიზაციამ, სადაზღვევო ბროკერმა სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლის ვერიფიკაცია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე უნდა განახორციელოს.
4. სადაზღვევო ორგანიზაციამ, სადაზღვევო ბროკერმა სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლე რისკფაქტორად უნდა განიხილოს, ხოლო ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მომეტებული რისკის გამოვლენისას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად უნდა განახორციელოს გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლის ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა განახორციელოს ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიება.
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4237 – ვებგვერდი, 31.05.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.05.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 30.05.2024 კანონი №4237
- 16.05.2023 კანონი №2889
წინა რედაქცია (30.10.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14. სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლე 1. სადაზღვევო ორგანიზაცია, სადაზღვევო ბროკერი /გადაზღვევის ბროკერი ვალდებულია სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლის მიმართ, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა, განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) განახორციელოს წინასწარ განსაზღვრული მოსარგებლის იდენტიფიკაცია; ბ) თუ მოსარგებლე წინასწარ განსაზღვრული არ არის, მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია სავარაუდო მოსარგებლეთა წრის შესახებ, თუ მოსარგებლე წინასწარ განსაზღვრული არ არის, რათა დარწმუნდეს, რომ შეძლებს, მოსარგებლის იდენტიფიკაცია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე განახორციელოს. 2. თუ ფინანსური ინსტიტუტისთვის ცნობილი გახდა მესამე პირისთვის სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების/პოლისის მოთხოვნის უფლების მთლიანად ან ნაწილობრივ დათმობის შესახებ, მესამე პირის იდენტიფიკაცია რაც შეიძლება სწრაფად, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. 3. სადაზღვევო ორგანიზაციამ, სადაზღვევო ბროკერმა /გადაზღვევის ბროკერმა სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლის ვერიფიკაცია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე უნდა განახორციელოს. 4. სადაზღვევო ორგანიზაციამ, სადაზღვევო ბროკერმა /გადაზღვევის ბროკერმა სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლე რისკფაქტორად უნდა განიხილოს, ხოლო ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მაღაომეტებული რისკის გამოვლენისას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად უნდა განახორციელოს გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლის ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა განახორციელოს ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებებია.