1. ანგარიშვალდებული პირი (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა) ვალდებულია ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს შემდეგი საფუძვლების არსებობისას:
ა) საქმიანი ურთიერთობის დამყარება;
ბ) ერთჯერადი გარიგების დადება, თუ ერთჯერადი გარიგების თანხა ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა 15 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 15 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება, ხოლო კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის მომსახურებასთან დაკავშირებული ერთჯერადი გარიგების დადების შემთხვევაში − 1 000 აშშ-ის დოლარს, 1 000 ევროს ან 3 000 ლარს;
გ) ფულადი სახსრების ერთჯერადი გადარიცხვა, თუ ერთჯერადი გარიგების თანხა ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა 3 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 3 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება;
დ) ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან ამ კანონის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობაში ეჭვის შეტანა.
2. ძვირფასი ქვებით ან ლითონებით ვაჭრობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები, თუ ნაღდი ფულით შესრულებული გარიგების თანხა ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა 30 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 30 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება.
3. ლატარიის ორგანიზატორი, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს შემდეგი საფუძვლების არსებობისას:
ა) ფულადი სახსრების მიღება, მოგების ან ფულადი სახსრების გაცემა, თუ გარიგების თანხა/ღირებულება ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა/ჯამური ღირებულება 5 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 5 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება;
ბ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება, საქმიანი ურთიერთობის დამყარება − კლიენტის მოთამაშედ რეგისტრაცია.
4. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული თანხობრივი ზღვრის ან ნებისმიერი სხვა დათქმის მიუხედავად, განახორციელოს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები.
5. სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს ანგარიშვალდებული პირის ვალდებულება, ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული თანხობრივი ზღვრის მიუხედავად, განახორციელოს კლიენტის ან/და კლიენტის სახელით მოქმედი პირის იდენტიფიკაცია და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაცია.
6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს ყიდვა-გაყიდვის გარიგების ან ჩუქების გარიგების საფუძველზე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემთხვევაში.
7. შემოსავლების სამსახური ვალდებულია ამ კანონის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის შემთხვევაში, თუ ნაღდი ფულის ოდენობა ან ფასიანი ქაღალდების ღირებულება 30 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 30 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება.
8. თუ ანგარიშვალდებული პირის მიერ სათანადო ფორმით დოკუმენტირებული ანალიზის საფუძველზე არსებობს ეჭვი, რომ ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პროცესის შემდგომი წარმართვა კლიენტისთვის ცხადყოფს, რომ ამ კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ხორციელდება/განხორციელდება ღონისძიებები უჩვეულო გარიგების შესწავლის ან/და საეჭვო გარიგების გამოვლენის მიზნით, ან ამავე კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე სამსახურს წარედგინა/წარედგინება ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი), ან ხორციელდება/განხორციელდება ამავე კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებები, ანგარიშვალდებულ პირს უფლება აქვს, სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად შეაჩეროს პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და ამის თაობაზე სამსახურს აცნობოს.
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1791 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2589 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4237 – ვებგვერდი, 31.05.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.05.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 30.05.2024 კანონი №4237
- 16.05.2023 კანონი №2889
- 09.02.2023 კანონი №2589
- 09.09.2022 კანონი №1791
წინა რედაქცია (30.10.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11. პრევენციული ღონისძიებების განხორციელების საფუძვლები 1. ანგარიშვალდებული პირი (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა) ვალდებულია ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს შემდეგი საფუძვლების არსებობისას: ა) საქმიანი ურთიერთობის დამყარება; ბ) ერთჯერადი გარიგების დადება, თუ ერთჯერადი გარიგების თანხა ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა 15 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 15 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება, ხოლო კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის მომსახურებასთან დაკავშირებული ერთჯერადი გარიგების დადების შემთხვევაში − 1 000 აშშ-ის დოლარს, 1 000 ევროს ან 3 000 ლარს; გ) ფულადი სახსრების ერთჯერადი გადარიცხვა, თუ ერთჯერადი გარიგების თანხა ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა 3 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 3 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება; დ) ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან ამ კანონის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობაში ეჭვის შეტანა. 2. ძვირფასი ქვებით ან ლითონებით ვაჭრობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები, თუ ნაღდი ფულით შესრულებული გარიგების თანხა ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა 30 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 30 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება. 3. ლატარიის ორგანიზატორი, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს შემდეგი საფუძვლების არსებობისას: ა) ფულადი სახსრების მიღება, მოგების ან ფულადი სახსრების გაცემა, თუ გარიგების თანხა/ღირებულება ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა/ჯამური ღირებულება 5 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 5 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება; ბ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყორგანიზება, საქმიანი ურთიერთობის დამყარება − კლიენტის მოთამაშედ რეგისტრაცია. 4. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული თანხობრივი ზღვრის ან ნებისმიერი სხვა დათქმის მიუხედავად, განახორციელოს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები. 5. სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს ანგარიშვალდებული პირის ვალდებულება, ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული თანხობრივი ზღვრის მიუხედავად, განახორციელოს კლიენტის ან/და კლიენტის სახელით მოქმედი პირის იდენტიფიკაცია და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაცია. 6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს ყიდვა-გაყიდვის გარიგების ან ჩუქების გარიგების საფუძველზე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემთხვევაში. 7. შემოსავლების სამსახური ვალდებულია ამ კანონის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის შემთხვევაში, თუ ნაღდი ფულის ოდენობა ან ფასიანი ქაღალდების ღირებულება 30 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 30 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება. 8. თუ ანგარიშვალდებული პირის მიერ სათანადო ფორმით დოკუმენტირებული ანალიზის საფუძველზე არსებობს ეჭვი, რომ ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პროცესის შემდგომი წარმართვა კლიენტისთვის ცხადყოფს, რომ ამ კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ხორციელდება/განხორციელდება ღონისძიებები უჩვეულო გარიგების შესწავლის ან/და საეჭვო გარიგების გამოვლენის მიზნით, ან ამავე კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე სამსახურს წარედგინა/წარედგინება ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი), ან ხორციელდება/განხორციელდება ამავე კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებები, ანგარიშვალდებულ პირს უფლება აქვს, სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად შეაჩეროს პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და ამის თაობაზე სამსახურს აცნობოს.