1. ანგარიშვალდებული პირი სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, მკაცრად შეზღუდულ შემთხვევებში შეიძლება გათავისუფლდეს ამ კანონის ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან ისეთი მომსახურების გაწევისას, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების დაბალ რისკებს შეიცავს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ მკაცრად შეზღუდულ შემთხვევებში დაშვებული გამონაკლისი უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული, განსაზღვრავდეს გარემოებათა ამომწურავ ჩამონათვალს და ვრცელდებოდეს ანგარიშვალდებულ პირთა კონკრეტულ ჯგუფზე ან საქმიანობაზე.
3. ფინანსური ინსტიტუტი შეიძლება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად გათავისუფლდეს ამ კანონის ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან ელექტრონული ფულის ინსტრუმენტით ისეთი საგადახდო მომსახურების განხორციელებისას, რომელიც აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:
ა) ინსტრუმენტით შესაძლებელია ფულადი სახსრების გადარიცხვა მხოლოდ საქონლის ან მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით;
ბ) შეუძლებელია ინსტრუმენტზე დროის ნებისმიერ მომენტში შენახულ იქნეს ელექტრონული ფული, რომლის ოდენობა 500 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 500 ლარის ეკვივალენტს აღემატება;
გ) ინსტრუმენტით გადარიცხვისთვის ნებადართული ფულადი სახსრების ჯამური ოდენობა თვეში 500 ლარს არ აღემატება, თუ ინსტრუმენტის გამოყენება მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი ან ინსტრუმენტზე ელექტრონული ფულის მხოლოდ ერთჯერადად განთავსება/ჩარიცხვა არის შესაძლებელი;
დ) ინსტრუმენტზე ანონიმური ელექტრონული ფულის ჩარიცხვა დაუშვებელია;
ე) ინსტრუმენტის გამომშვები ახორციელებს საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგს საეჭვო გარიგების გამოსავლენად.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხობრივი ზღვარი შეიძლება 1 500 ლარამდე გაიზარდოს, თუ ელექტრონული ფულის ინსტრუმენტის გამოყენება მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი არ ვრცელდება ელექტრონული ფულის ინსტრუმენტზე, რომელიც ჯამურად 150 ლარზე ან უცხოურ ვალუტაში 150 ლარის ეკვივალენტზე მეტი ფულადი სახსრების ნაღდი ფორმით გატანის ან დაბრუნების შესაძლებლობას იძლევა.
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023წ.
თავი III
პრევენციული ღონისძიებე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.05.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.05.2023 კანონი №2889
წინა რედაქცია (30.10.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. დაბალი რისკის მომსახურება/პროდუქტი 1. ანგარიშვალდებული პირი სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, მკაცრად შეზღუდულ შემთხვევებში შეიძლება გათავისუფლდეს ამ კანონის ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან ისეთი მომსახურების გაწევისას, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების დაბალ რისკებს შეიცავს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ მკაცრად შეზღუდულ შემთხვევებში დაშვებული გამონაკლისი უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული, განსაზღვრავდეს გარემოებათა ამომწურავ ჩამონათვალს და ვრცელდებოდეს ანგარიშვალდებულ პირთა კონკრეტულ ჯგუფზე ან საქმიანობაზე. 3. ფინანსური ინსტიტუტი შეიძლება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად გათავისუფლდეს ამ კანონის ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან ელექტრონული ფულის ინსტრუმენტით ისეთი საგადახდო მომსახურების განხორციელებისას, რომელიც აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას: ა) ინსტრუმენტით შესაძლებელია ფულადი სახსრების გადარიცხვა მხოლოდ საქონლის ან მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით; ბ) შეუძლებელია ინსტრუმენტზე დროის ნებისმიერ მომენტში შენახულ იქნეს ელექტრონული ფული, რომლის ოდენობა 500 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 500 ლარის ეკვივალენტს აღემატება; გ) ინსტრუმენტით გადარიცხვისთვის ნებადართული ფულადი სახსრების ჯამური ოდენობა თვეში 500 ლარს არ აღემატება, თუ ინსტრუმენტის გამოყენება მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი ან ინსტრუმენტზე ელექტრონული ფულის მხოლოდ ერთჯერადად განთავსება/ჩარიცხვა არის შესაძლებელი; დ) ინსტრუმენტზე ანონიმური ელექტრონული ფულის ჩარიცხვა დაუშვებელია; ე) ინსტრუმენტის გამომშვები ახორციელებს საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგს საეჭვო გარიგების გამოსავლენად. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხობრივი ზღვარი შეიძლება 1 500 ლარამდე გაიზარდოს, თუ ელექტრონული ფულის ინსტრუმენტის გამოყენება მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი არ ვრცელდება ელექტრონული ფულის ინსტრუმენტზე, რომელიც ჯამურად 150 ლარზე ან უცხოურ ვალუტაში 150 ლარის ეკვივალენტზე მეტი ფულადი სახსრების ნაღდი ფორმით გატანის ან დაბრუნების შესაძლებლობას იძლევა. თავი III პრევენციული ღონისძიებები