1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განახორციელოს შემდეგი პრევენციული ღონისძიებები:
ა) განახორციელოს კლიენტის იდენტიფიკაცია და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაცია;
ბ) განახორციელოს ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები სანდო წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაციისთვის;
გ) დაადგინოს საქმიანი ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი;
დ) განახორციელოს საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგი.
2. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უნდა განახორციელოს კლიენტის სახელით მოქმედი პირის იდენტიფიკაცია და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაცია, აგრეთვე უნდა მოიპოვოს კლიენტის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი.
3. ანგარიშვალდებულმა პირმა იურიდიული პირის, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ან ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უნდა შეისწავლოს კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურა.
31. ანგარიშვალდებულმა პირმა ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის მქონე პირის მიმართ პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას უნდა მოიპოვოს დოკუმენტი ტრასტის შექმნის შესახებ.
4. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უნდა დაადგინოს კლიენტის საქმიანობის არსი და მოიპოვოს ინფორმაცია მოსალოდნელი გარიგებების ხასიათის, მოცულობისა და სიხშირის შესახებ.
5. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას უნდა შეისწავლოს საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში მომზადებული, დადებული ან/და შესრულებული გარიგება იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება ის კლიენტის შესახებ მისთვის ცნობილ ინფორმაციას, კლიენტის კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას და კლიენტის რისკის დონეს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − კლიენტის ქონების, ფულადი სახსრებისა და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობას, აგრეთვე უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის (დოკუმენტის) სათანადო პერიოდულობით განახლება. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიება კლიენტის შესახებ განახლებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განახორციელოს.
6. აკრძალულია საქმიანი ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება, ერთჯერადი გარიგების დადება ან შესრულება, თუ ანგარიშვალდებული პირი ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვერ ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პრევენციულ ღონისძიებებს. ასეთ შემთხვევაში ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა შეისწავლოს, არსებობს თუ არა ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის საფუძველი.
7. აკრძალულია საქმიანი ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება, ერთჯერადი გარიგების დადება ან შესრულება, თუ კლიენტი ან გარიგების მონაწილე სხვა პირი ამ კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი პირია. ასეთ შემთხვევაში ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება.
71. თუ ანგარიშვალდებული პირი თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში აღმოაჩენს ამ კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი პირის ქონებას, იგი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება.
72. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშგებაში უნდა მიუთითოს იმ აქტივების შესახებ ინფორმაცია, რომლებზედაც შეზღუდვა დააწესა.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით აკრძალულ ქმედებად არ მიიჩნევა ფინანსური ინსტიტუტის მიერ ამ კანონის 41-ე მუხლით დადგენილი წესით ყადაღადადებულ შესაბამისი პირის ანგარიშზე ჩარიცხვის ოპერაციის შესრულება მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე სანქციადაკისრებულ პირთა სიაში პირის შეყვანამდე დადებული ხელშეკრულების ან წარმოშობილი ვალდებულების საფუძველზე.
9. შემოსავლების სამსახური ვალდებულია ამ კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განახორციელოს ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი ან/და გამგზავნი/მიმღები პირის (პირების) იდენტიფიკაცია.
საქართველოს 2022 წლის 11 მაისის კანონი №1566 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1791 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3766 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4237 – ვებგვერდი, 31.05.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1119 – ვებგვერდი, 28.11.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.11.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 26.11.2025 კანონი №1119
- 30.05.2024 კანონი №4237
- 29.11.2023 კანონი №3766
- 09.09.2022 კანონი №1791
- 11.05.2022 კანონი №1566
წინა რედაქცია (30.10.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 10. პრევენციული ღონისძიებები 1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განახორციელოს შემდეგი პრევენციული ღონისძიებები: ა) განახორციელოს კლიენტის იდენტიფიკაცია და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაცია; ბ) განახორციელოს ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები სანდო წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაციისთვის; გ) დაადგინოს საქმიანი ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი; დ) განახორციელოს საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგი. 2. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უნდა განახორციელოს კლიენტის სახელით მოქმედი პირის იდენტიფიკაცია და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაცია, აგრეთვე უნდა მოიპოვოს კლიენტის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი. 3. ანგარიშვალდებულმა პირმა იურიდიული პირის, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ან ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უნდა შეისწავლოს კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურა. 31. ანგარიშვალდებულმა პირმა ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის მქონე პირის მიმართ პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას უნდა მოიპოვოს დოკუმენტი ტრასტის შექმნის შესახებ. 4. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უნდა დაადგინოს კლიენტის საქმიანობის არსი და მოიპოვოს ინფორმაცია მოსალოდნელი გარიგებების ხასიათის, მოცულობისა და სიხშირის შესახებ. 5. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უნდა შეისწავლოს საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში მომზადებული, დადებული ან/და შესრულებული გარიგება, რათა იმის დასადგიენოსად, თუ რამდენად შეესაბამება ის კლიენტის შესახებ მისთვის ცნობილ ინფორმაციას კლიენტის შესახებ, კლიენტის კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას და კლიენტის რისკის დონეს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − კლიენტის ქონებისა და, ფულადი სახსრებისა და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობას, აგრეთვე უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებითს შედეგად მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის (დოკუმენტის) სათანადო პერიოდულობით განახლება. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიება კლიენტის შესახებ განახლებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განახორციელოს. 6. აკრძალულია საქმიანი ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება, ერთჯერადი გარიგების დადება ან შესრულება, თუ ანგარიშვალდებული პირი ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვერ ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პრევენციულ ღონისძიებებს. ასეთ შემთხვევაში ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა შეისწავლოს, არსებობს თუ არა ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის საფუძველი. 7. აკრძალულია საქმიანი ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება, ერთჯერადი გარიგების დადება ან შესრულება, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კლიენტი ან გარიგების მონაწილე სხვა პირი ამ კანონის 41-ე მუხლის მე-54 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი პირია. ასეთ შემთხვევაში ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება. 71. თუ ანგარიშვალდებული პირი თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში აღმოაჩენს ამ კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი პირის ქონებას, იგი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება. 72. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშგებაში უნდა მიუთითოს იმ აქტივების შესახებ ინფორმაცია, რომლებზედაც შეზღუდვა დააწესა. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით აკრძალულ ქმედებად არ მიიჩნევა ფინანსური ინსტიტუტის მიერ ამ კანონის 41-ე მუხლით დადგენილი წესით ყადაღადადებულ შესაბამისი პირის ანგარიშზე ჩარიცხვის ოპერაციის შესრულება მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე სანქციადაკისრებულ პირთა სიაში პირის შეყვანამდე დადებული ხელშეკრულების ან წარმოშობილი ვალდებულების საფუძველზე. 9. შემოსავლების სამსახური ვალდებულია ამ კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განახორციელოს ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი ან/და გამგზავნი/მიმღები პირის (პირების) იდენტიფიკაცია.