„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
Law of Georgia (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ანგარიში − კომერციულ ბანკში, საბროკერო კომპანიასთან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან ან ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთან ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, ელექტრონული ფულის ან კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის აღრიცხვის უნიკალური საშუალება;“;
ბ) „ჰ4“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ5“ ქვეპუნქტი:
„ჰ5) კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა − ამ კანონის 171 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოპერაცია.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ო“ ქვეპუნქტი:
„ა.ო) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი;“;
ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან სხვა ქონების მართვა;
გ) საბანკო ანგარიშის, შემნახველი ანგარიშის, ფასიანი ქაღალდების ან კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ანგარიშის მართვა;“.
3. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს ეროვნული ბანკი – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.დ“−„ა.თ“ და „ა.ლ“−„ა.ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის;“.
4. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უნდა შეისწავლოს საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში მომზადებული, დადებული ან/და შესრულებული გარიგება, რათა დაადგინოს, რამდენად შეესაბამება ის მისთვის ცნობილ ინფორმაციას კლიენტის შესახებ, კლიენტის კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას და კლიენტის რისკის დონეს, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში − კლიენტის ქონების, ფულადი სახსრების და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობას, აგრეთვე უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის (დოკუმენტის) სათანადო პერიოდულობით განახლება.“.
5. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ერთჯერადი გარიგების დადება, თუ ერთჯერადი გარიგების თანხა ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა 15 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 15 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება, ხოლო კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის მომსახურებასთან დაკავშირებული ერთჯერადი გარიგების დადების შემთხვევაში − 1 000 აშშ-ის დოლარს, 1 000 ევროს ან 3 000 ლარს;“.
6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:
„მუხლი 171. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა
1. ამ კანონის მიზნებისთვის კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა არის ინიციატორის მიერ ან მისი დავალებით/თანხმობით, ციფრული საშუალებით მიმღებისთვის კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად შესრულებული ოპერაცია. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემისას შესაძლებელია ინიციატორი და მიმღები ერთი და იგივე პირი იყოს ან ინიციატორსა და მიმღებს კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის მომსახურებას ერთი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი უწევდეს.
2. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემას ან/და მიღებას თან ახლდეს საზედამხედველო ორგანოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული თანმხლები ინფორმაცია.
3. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის მიმღების პროვაიდერმა უნდა შეისწავლოს, არსებობს თუ არა ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის საფუძველი, თუ კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა სრულად არ შეიცავს კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემის ინიციატორის/მიმღების საიდენტიფიკაციო მონაცემებს საზედამხედველო ორგანოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.“.
7. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მიიღოს გონივრული ზომები კლიენტის ქონების, ფულადი სახსრების და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობის დასადგენად;“.
8. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მიიღოს გონივრული ზომები პოლიტიკურად აქტიური პირის ქონების, ფულადი სახსრებისა და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობის დასადგენად;“.
9. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის მიზნებისთვის საკორესპონდენტო ურთიერთობა არის ერთი კომერციული ბანკის (კორესპონდენტის) მიერ მეორე ბანკისთვის (რესპონდენტისთვის) საბანკო მომსახურების გაწევა საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნით და მასთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციების შესრულებით, აგრეთვე ფინანსურ ინსტიტუტებს შორის მსგავსი საქმიანი ურთიერთობა, რომელიც ფულადი სახსრების გადარიცხვას, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემას ან ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას უკავშირდება.“.
მუხლი 2. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრაციიდან 1 წლის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2024 წლის 1 ივლისისა, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა უზრუნველყოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის III და IV თავებით გათვალისწინებული მოთხოვნების ისეთ კლიენტებზე გავრცელება, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა რეგისტრაციის გავლამდე დაამყარა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
თბილისი, 9 სექტემბერი 2022 წ. N1791-IXმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. ანგარიშვალდებული პირები
- მუხლი 4. საზედამხედველო ორგანოები
- მუხლი 10. პრევენციული ღონისძიებები
- მუხლი 11. პრევენციული ღონისძიებების განხორციელების საფუძვლები
- მუხლი 18. გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები
- მუხლი 21. პოლიტიკურად აქტიური პირი
- მუხლი 22. საკორესპონდენტო ურთიერთობა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.09.2022.
- როდის იქნა მიღებული „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.09.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1791-IXმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 080090020.05.001.020618.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.09.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1791-IXმს-Xმპ, 09.09.2022, სარეგისტრაციო კოდი 080090020.05.001.020618 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.09.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5562294/