მუხლი 15. ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის მონაწილე/ბენეფიციარი
თავი III — პრევენციული ღონისძიებები
1. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული სუბიექტები, რომლებიც არეგისტრირებენ საპენსიო სქემას ან/და ჩართული არიან საპენსიო სქემის მართვასა და ადმინისტრირებაში, ვალდებული არიან საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელების გარდა, განახორციელონ საპენსიო სქემის მონაწილის/ბენეფიციარის იდენტიფიკაცია და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საპენსიო სქემის მონაწილის/ბენეფიციარის ვერიფიკაცია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ნაკლები რისკების არსებობისას შეიძლება დასრულდეს საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ, თუ ეს აუცილებელია კლიენტის მომსახურების შეფერხების თავიდან ასაცილებლად. ამ შემთხვევაში საპენსიო სქემის მონაწილის/ბენეფიციარის ვერიფიკაცია რაც შეიძლება სწრაფად, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში უნდა დასრულდეს.
3. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულმა საპენსიო კომპანიამ, აქტივების მმართველმა კომპანიამ და მზღვეველმა, რომლებიც არეგისტრირებენ საპენსიო სქემას ან/და ჩართული არიან საპენსიო სქემის მართვასა და ადმინისტრირებაში, საპენსიო სქემის მონაწილე/ბენეფიციარი რისკფაქტორად უნდა განიხილონ, ხოლო ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მომეტებული რისკის გამოვლენისას საპენსიო დანაგროვის გაცემამდე ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად უნდა განახორციელონ გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, საპენსიო სქემის მონაწილის/ბენეფიციარის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა განახორციელონ ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებები.
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3344 – ვებგვერდი, 19.07.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.06.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (30.10.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 15. არასახნებაყოფლმწობიფთი კერძო საპენსიო სქემის მონაწილე/ბენეფიციარი 1. „ნებაყოფლობითი კერაძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამწიფსად განსაზღვრული სუბიექტები, რომლებიც არეგისტრირებენ საპენსიო სქემას ან/და ჩართული არიან საპენსიო სქემის მართვასა და ადმფუძინისტრირებელაში, ვალდებული არიან საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღთვრალისწინებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელების გარდა, განახორციელონ სარასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილის/ბენეფიციარის იდენტიფიკაცია და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაცია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსახეზღვრულმწიფო საპენსიო სქემის მონაწილის/ბენეფიციარის ვერიფიკაცია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების დნაბაკლები რისკების არსებობისას შეიძლება დასრულდეს საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ, თუ ეს აუცილებელია კლიენტის მომსახურების შეფერხების თავიდან ასაცილებლად. ამ შემთხვევაში არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილის/ბენეფიციარის ვერიფიკაცია რაც შეიძლება სწრაფად, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში უნდა დასრულდეს. 3. „ნებაყოფლობითი კერაძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამწიფო სად განსაზღვრულმა საპენსიო სკომპანიამ, აქტივემბის დმმართველმფუძა კომპანიამ და მზღვებველმა ა, რომლებიც არეგისტრირებენ სახპელნსიო სქემწას ან/და ჩართულიფ არიან საპენსიო სქემის მართვასა და ადმინისტრირებაში, საპენსიო სქემის მონაწილე/ბენეფიციარი რისკფაქტორად უნდა განიხილოსნ, ხოლო ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მაღაომეტებული რისკის გამოვლენისას საპენსიო დანაგროვის გაცემამდე ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად უნდა განახორციელოსნ გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილის/ბენეფიციარის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა განახორციელოსნ ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღთვრალისწინებული პრევენციული ღონისძიებები.
Law of Georgia „LAW OF GEORGIA ON FACILITATING THE PREVENTION OF MONEY LAUNDERING AND THE FINANCING OF TERRORISM“, მუხლი 15, №5226-Iს, 30.10.2019, სარეგისტრაციო კოდი 080090020.05.001.019627 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4690334/muxli-15/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია