1. ამ კანონის მიზნებისთვის უჩვეულო გარიგება არის რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება ან გარიგებათა უჩვეულო ერთობლიობა, რომელსაც აშკარა ეკონომიკური (კომერციული) ან კანონიერი მიზანი არ აქვს.

2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია შეისწავლოს უჩვეულო გარიგება, მისი მიზანი და საფუძვლები და საჭიროების შემთხვევაში საეჭვო გარიგების გამოსავლენად განახორციელოს საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

3. ანგარიშვალდებულმა პირმა საზედამხედველო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში მას უნდა დაუსაბუთოს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შეისწავლა უჩვეულო გარიგება და მიიღო გონივრული ზომები საეჭვო გარიგების გამოსავლენა