თავი IV — გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები და გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები
1. სადაზღვევო რისკის მთლიანად ან ნაწილობრივ მიღებისას გადამზღვეველმა კომპანიამ, სადაზღვევო ბროკერმა სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებულ მზღვეველთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე მის მიმართ, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა, უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებზე დაყრდნობით უნდა შეისწავლოს მზღვეველის რეპუტაცია და მასზე განხორციელებული ზედამხედველობის ხარისხი, მათ შორის, მიმდინარეობდა ან მიმდინარეობს თუ არა მზღვეველის მიმართ გამოძიება ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო ფაქტზე ან განხორციელდა ან ხორციელდება თუ არა მის მიმართ საზედამხედველო ღონისძიება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამო;
ბ) უნდა შეაფასოს მზღვეველის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობა;
გ) ხელმძღვანელობისგან უნდა მიიღოს მზღვეველთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა;
დ) მკაფიოდ უნდა განსაზღვროს როგორც მზღვეველის, ისე გადამზღვეველი კომპანიის, სადაზღვევო ბროკერის ვალდებულებები.
2. გადამზღვეველმა კომპანიამ, სადაზღვევო ბროკერმა მზღვეველთან საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას უნდა მიიღოს გონივრული ზომები საეჭვო გარიგების გამოსავლენად და სათანადო პერიოდულობით, მზღვეველის რისკის დონის შესაბამისად უნდა განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებები.
საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4237 – ვებგვერდი, 31.05.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.05.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (30.10.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. გადაზღვევის საქმიანობა 1. სადაზღვევო რისკის მთლიანად ან ნაწილობრივ მიღებისას გადამზღვეველმა კომპანიამ, გსადაზღვევისო ბროკერმა საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებული მზღვეველთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე მის მიმართ, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა, უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებზე დაყრდნობით უნდა შეისწავლოს მზღვეველის რეპუტაცია და მასზე განხორციელებული ზედამხედველობის ხარისხი, მათ შორის, მიმდინარეობდა ან მიმდინარეობს თუ არა მზღვეველის მიმართ გამოძიება ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო ფაქტზე ან განხორციელდა ან ხორციელდება თუ არა მის მიმართ საზედამხედველო ღონისძიება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამო; ბ) უნდა შეაფასოს მზღვეველის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობა; გ) ხელმძღვანელობისგან უნდა მიიღოს მზღვეველთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა; დ) მკაფიოდ უნდა განსაზღვროს როგორც მზღვეველის, ისე გადამზღვეველი კომპანიის, სან გადაზღვევისო ბროკერის ვალდებულებები. 2. გადამზღვეველმა კომპანიამ, გსადაზღვევისო ბროკერმა მზღვეველთან საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას უნდა მიიღოს გონივრული ზომები საეჭვო გარიგების გამოსავლენად და სათანადო პერიოდულობით, მზღვეველის რისკის დონის შესაბამისად უნდა განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებები.
Law of Georgia „LAW OF GEORGIA ON FACILITATING THE PREVENTION OF MONEY LAUNDERING AND THE FINANCING OF TERRORISM“, მუხლი 23, №5226-Iს, 30.10.2019, სარეგისტრაციო კოდი 080090020.05.001.019627 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4690334/muxli-23/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია