1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მიერ ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-7 პუნქტით ან/და მე-9 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის გაფრთხილებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა –
გამოიწვევს ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის ფიზიკურ პირში ან იურიდიულ პირში არ იგულისხმება ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანგარიშვალდებული პირი.
საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1119 – ვებგვერდი, 28.11.2025