„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
- სოციალური დახმარების შესახებ 28.07.2006
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №549 |
|
2019 წლის 18 ნოემბერი ქ. თბილისი |
„მუხლი 105. დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობა
1. ერთ დევნილზე, ლტოლვილსა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გასაცემი ყოველთვიური შემწეობის ოდენობა შეადგენს 45 ლარს.
2. დევნილთა ყოველთვიური შემწეობის მიმღებ პირებს განსაზღვრავს სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, ხოლო ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის მიმღებ პირებს − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
3. სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, დევნილის, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის მიმღები პირების განსაზღვრის მიზნით, არა უგვიანეს ყოველი თვის 20 რიცხვისა (არასამუშაო დღის შემთხვევაში − მომდევნო სამუშაო დღეს), ელექტრონული რეესტრის სახით აწვდიან სააგენტოს დევნილის, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სრულ სიას.
4. სააგენტო, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სიების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უბრუნებს ინფორმაციას ამ წესით განსაზღვრული საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა შესახებ.
5. სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, არაუგვიანეს ყოველი თვის 26 რიცხვისა, სააგენტოს უგზავნიან დაფინანსების მოთხოვნას დევნილის, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ყოველთვიური შემწეობის მიმღებ პირთა შესახებ (ელექტრონული რეესტრის სახით, შესაბამისი ინფორმაციით), სააგენტოსთან შეთანხმებული ფორმატით.
6. სააგენტო, დევნილის სტატუსის მქონე პირთა შემთხვევაში, სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან მიღებული ელექტრონული რეესტრის, ხოლო ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა შემთხვევაში − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ელექტრონული რეესტრის საფუძველზე, უზრუნველყოფს დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის თანხების გადარიცხვას.
7. თუ სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს წარმოეშობა ან უკვე მოპოვებული აქვს დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის თანხების მიღების უფლება, სააგენტო შემწეობის გამცემ საბანკო დაწესებულებაში ამ პირის სახელზე ხსნის საანაბრო (სადეპოზიტო) ანგარიშს, რომელზეც ყოველთვიურად ირიცხება დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის თანხა. საანაბრო (სადეპოზიტო) ანგარიშზე ჩარიცხული თანხის (ძირითადი თანხა და პროცენტი) განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ პირის სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ან სრულწლოვანების მიღწევამდე – მეურვეობისა და მზრუნველობის რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებით.
8. თუ მხარდაჭერის მიმღებ პირს წარმოეშობა ან უკვე მოპოვებული აქვს დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის თანხების მიღების უფლება, შემწეობის თანხას იღებს უშუალოდ მხარდაჭერის მიმღები პირი ან მისი მხარდამჭერი, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
9. სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემების სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის კორექტირება.
10. დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.“.
|