სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფების იმ თანამდებობათა ნუსხის, რომლებზეც პირები ინიშნებიან უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადისა და სასწავლო კურსის გავლის გარეშე და ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესის შესახებ
მიღების თარიღი 22.11.2019
ძალაში შესვლა 22.11.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №461
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.027.016958
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/11/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომლებზეც პირები ინიშნებიან უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადისა და სასწავლო კურსის გავლის გარეშე, აგრეთვე ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესი საქართველოს მინისტრის ბრძანება 29.10.2015
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კონკურსის ჩატარების, მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, გამოსაცდელი ვადის გავლისა და სამსახურებრივი დაწინაურების, ასევე სასწავლო კურსის სახეების, სასწავლო კურსის გავლის, სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ 2026 წლისთვის ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის ფულადი სარგოების (თანამდებობრივი სარგოს და წოდებრივი სარგოს) და დანამატების ოდენობების, აგრეთვე ფულად სარგოზე დანამატის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ“ ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის, აგრეთვე მათი არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსისთვის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფების იმ თანამდებობათა ნუსხის, რომლებზეც პირები ინიშნებიან უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადისა და სასწავლო კურსის გავლის გარეშე და ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №461
2019 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფების იმ თანამდებობათა ნუსხის, რომლებზეც პირები ინიშნებიან უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადისა და სასწავლო კურსის გავლის გარეშე და ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესის შესახებ
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3129 კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადისა და სასწავლო კურსის გავლის გარეშე, ინიშნებიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფების შემდეგ თანამდებობებზე:
ა) პენიტენციური დეპარტამენტის:
ა.ა) დირექტორი;
ა.ბ) დირექტორის მოადგილე;
ა.გ) მთავარი სამმართველოს უფროსი;
ა.დ) მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ა.ე) სამმართველოს უფროსი;
ა.ვ) სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ა.ზ) განყოფილების უფროსი;
ა.თ) გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს:
ა.თ.ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს მოსამსახურე;
ა.თ.ბ) ტექნიკური უსაფრთხოების სამმართველოს მოსამსახურე;
ბ) პენიტენციური დაწესებულების:
ბ.ა) დირექტორი;
ბ.ბ) დირექტორის მოადგილე;
ბ.გ) განყოფილების უფროსი;
ბ.დ) სექტორის მენეჯერი.
2.
ამ ბრძანებით განსაზღვრულ თანამდებობაზე კანდიდატი ინიშნება პირადი განცხადების საფუძველზე, თუ იგი აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
3.
ამ ბრძანებით განსაზღვრულ თანამდებობაზე დასანიშნი პირი გადის სპეციალურ შემოწმებას.
4.
ამ ბრძანებით განსაზღვრულ თანამდებობაზე კანდიდატი ინიშნება მისი დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
5.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომლებზეც პირები ინიშნებიან უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადისა და სასწავლო კურსის გავლის გარეშე, აგრეთვე ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესი“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 29 ოქტომბრის №153 ბრძანება.
6.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 22 ნოემბრიდან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი