ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი აფნიას განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 26.11.2019
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.141.016298
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/12/2019
matsne.gov.ge 218 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხავეთი განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 26.11.2019 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი დავნიას განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 26.11.2019 ახალქალაქის მუნიციპალიტეტირ სოფელი კუმურდოს - განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 26.11.2019 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი გოგაშენის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 26.11.2019 ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი თმოგვის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 28.11.2019

დოკუმენტის ტექსტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი აფნიას განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №23 2019 წლის 26 ნოემბერი ქ. ახალქალაქი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლისა და 141-ე მუხლის მე-11 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებების შესაბამისად,  ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №1914 განკარგულებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის  მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით დამტკიცდეს სოფელი აფნიას განაშენიანების გეგმა (ტექსტური ნაწილი - დანართი №1, გრაფიკული ნაწილი -დანართი №2). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №1914 განკარგულება „სოფელი აფნიის მიწათსარგებლობის  გენერალური გეგმისა და კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის დამტკიცების შესახებ“ და ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის  29 დეკემბრის  №30 დადგენილება ,,სოფ. გოგაშენის, აფნიის, კუმურდოს, ხავეთის და დავნიას ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან