ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი გოგაშენის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.141.016300
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2019 წლის 26 ნოემბერი

ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი გოგაშენის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლისა და 141-ე მუხლის მე-11 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებების შესაბამისად,  ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №2014 განკარგულებით  დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის  მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით დამტკიცდეს სოფელი გოგაშენის განაშენიანების გეგმა (ტექსტური ნაწილი – დანართი №1, გრაფიკული ნაწილი – დანართი №2).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №20 14 განკარგულება „სოფ. გოგაშენის მიწათსარგებლობის  გენერალური გეგმისა და კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან