ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი ხერთვისის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№29
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.140.016405
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2019 წლის 28 ნოემბერი

დაბა ასპინძა

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლისა და 141-ე მუხლის მე-11 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებების შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №63 12 განკარგულებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის  მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით დამტკიცდეს სოფელ ხერთვისის განაშენიანების გეგმა (ტექსტური ნაწილი-დანართი №1, გრაფიკული ნაწილი – დანართი №2).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სოფელ ხერთვისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N63 12 განკარგულება და „სოფელ ხერთვისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის  №52 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 08/01/2016, ს/კოდი: 010250050.35.140.016200);
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე