ახალქალაქის მუნიციპალიტეტირ სოფელი კუმურდოს - განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 26.11.2019
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.141.016299
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/12/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.11.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციან | ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი დავნიას განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხავეთი განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი გოგაშენის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი აფნიას განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტირ სოფელი კუმურდოს - განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2019 წლის 26 ნოემბერი
ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოს განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლისა და 141-ე მუხლის მე-11 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებების შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №2314 განკარგულებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით დამტკიცდეს სოფელ კუმურდოს განაშენიანების გეგმა (ტექსტური ნაწილი – დანართი №1, გრაფიკული ნაწილი – დანართი №2).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №2314 განკარგულება ,,სოფ. კუმურდოს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან