აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლსდაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ რეორგანიზაციის შესახებ
მიღების თარიღი 26.11.2019
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016290
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/11/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.11.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს განსაზღვრის თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლსდაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ რეორგანიზაციის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №39
2019 წლის 26 ნოემბერი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-16, მე-17 მუხლების, მე-18 მუხლის 11 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირები:
ა) ,,აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“;
ბ) ,,აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრი“;
გ) „სულიერებისა და კულტურის ცენტრი.“.
2. ამ დადგენილების პირველი პუნქტის მიზნებისათის 2019 წლის 31 დეკემბრამდე:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (რ. ნიჟარაძე) უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ,,აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ და ,,აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ დირექტორმა (ი. ქეცბა) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირების ,,აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“, ,,აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრისა“ და „სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეცეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს (რ. ნიჟარაძე).
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 23 ივნისის №28 დადგენილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სულიერებისა და კულტურის ცენტრის შექმნის შესახებ“;
ბ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კინოცენტრ „ქართული ფილმი – აფხაზეთის“, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის მოზარდ-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის რეორგანიზაციისა და მათ ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 13 ნოემბრის №19 დადგენილება და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 21 დეკემბრის №23 დადგენილება;
გ) „აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ” აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 21 თებერვლის №14 დადგენილება და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანება.
მუხლი 2🔗
ა) ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 31 დეკემბრიდან.
ბ) ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირუსლან აბაშიძე