„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№568
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.021588
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/11/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №568

2019 წლის 27 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის  2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/01/2019, 470230000.10.003.021024) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:

1. მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების (შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“, შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ და შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“)  აღჭურვა და  სარემონტო სამუშაოების შესყიდვა:

ზ.ა) ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების (შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“, შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ და შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“)  აღჭურვა და  სარემონტო სამუშაოების შესყიდვა;

ზ.ბ) შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ მფლობელობაში არსებული სურამისა და ბედიანის სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“, „ბ“, „გ.ა“, „გ.ბ“, „გ.გ“, „გ.დ“ „დ“, „ე“, „ვ“, „ზ.ა“, „თ“ „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო „გ.ე“, „გ.ვ“ და „ზ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​​​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს   20 000.0 ათასი ლარით:

კომპონენტის დასახელება

ღირებულება (ათასი ლარი)

1

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის:

8 005.9

1.1. სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება)

764.0

1.2. აღჭურვა სამედიცინო აპარატურითა და ავეჯით, საოფისე ავეჯით, საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით

6 805.9

 

1.3. სარეზერვო გარე ელექტრომომარაგების ხაზის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა

421.0

 

1.4. ინტერნეტკავშირით უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვა

15.0

2

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“:

1 961.7

 

2.1. ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საიჯარო  გადასახადის           გადახდა

461.7

 

2.2. ფუნქციონირებისათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვა

1 500.0

3

სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:

5 361.6

 

3.1.  52 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფში ახალი ოფისების აღჭურვა ავეჯით

260.0

3.2. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების შესყიდვა

2 808.0

3.3. სპეციალიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანებისათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვა

560.0

 

3.4. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფებში ახალი ოფისების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა

188.5

 

3.5. 12 (თორმეტი) ერთეული სპეციალიზებული

მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანის შესყიდვა

1 512.6

 

3.6. მესტიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფში ახალი ოფისის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა

32.5

4

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის:

908.8

 

4.1. სამედიცინო აპარატურისა  და მოწყობილობების შესყიდვა

708.8

 

4.2. სარემონტო სამუშაოების შესყიდვა

200.0

5

პირველადი ჯანდაცვის ცენტრების აღჭურვა

300.0

6

დაბა ბაკურიანში, დაბა გუდაურსა და სხვა საკურორტო ზონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრების (EMERGENCY) მშენებლობა, რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია და აღჭურვა

2 124.8

7

ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების (შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“, შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ და შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“)  აღჭურვა და  სარემონტო სამუშაოების შესყიდვა

600.0

7.1. ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების (შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“, შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ და შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“)  აღჭურვა და  სარემონტო სამუშაოების შესყიდვა

501.7

7.2. შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ მფლობელობაში არსებული სურამისა და ბედიანის სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა 

98.3

8

ქ. რუსთავში ფსიქიკური ჯანმრთელობის სარეაბილიტაციო ცენტრის საპროექტო მომსახურების შესყიდვა

50.0

9

პროგრამის ადმინისტრირება

48.0

10

შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ ფუნქციონირებისათვის სამედიცინო და სარეაბილიტაციო აპარატურისა და ინვენტარის შესყიდვა

490.0

11

ორ სერვერულ ცენტრს შორის ძირითადი და ალტერნატიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი („Dark Fiber“) კავშირის უზრუნველყოფის შესყიდვა

28.2

12

NordDRG Grouper – პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა და დამატებული ღირებულების გადასახადი

121.0

 

სულ:

20 000.0.

..

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია