კასპის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 29.11.2019
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.149.016411
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/12/2019
matsne.gov.ge 207 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლეონიძე კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 29.11.2019 ქალაქ ბორჯომის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 26.12.2025 ქალაქ ჩხოროწყუს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე საკუთრების ფორმა 87% 02.12.2019 ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი ხერთვისის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 28.11.2019 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხავეთი განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 26.11.2019

დოკუმენტის ტექსტი

კასპის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №22 2019 წლის 29 დეკემბერი ქ. კასპი კასპის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლისა და 141-ე მუხლის მე-11 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებების შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №65 განკარგულებით დამტკიცებული კასპის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით დამტკიცდეს: ა) კასპის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია - ტექსტური ნაწილი (დანართი 1); ბ)  კასპის გენერალური გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №2); გ)  კასპის განაშენიანების გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №3). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №65  განკარგულება „კასპის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლეონიძე