საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის ოდენობის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 02.12.2019
გამომცემი ორგანო №
ნომერი №586
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.021606
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.12.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (13)
| პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია | პრემიერ - მინისტრი |
| № | მომსახურება |
| 1. | GMP სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი განცხადების განხილვა |
| 2. | საქართველოს ნაციონალური GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა და GMP სერტიფიკატის გაცემა: |
| 3. | GMP სერტიფიკატის დამატებითი ეგზემპლარის გაცემა |
| 4. | GDP სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი განცხადების განხილვა |
| 5. | GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა და GDP სერტიფიკატის გაცემა |
| 6. | GDP სერტიფიკატის დამატებითი ეგზემპლარის გაცემა |
| 7. | უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების სააკრედიტაციო მომსახურების საფასური კონფერენციის აკრედიტაციისთვის |
| 2.1. სტერილური დოზირებული ფორმები | 5500 |
| 2.2. არასტერილური დოზირებული ფორმები | 4400 |
| 2.3. სტერილური აქტიური სუბსტანციები | 5500 |
| 2.4. არასტერილური აქტიური სუბსტანციები | 4400 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 30.07.2019
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთების, ასევე ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურების განაკვეთების, საფასურების გადახდის, მათი გადახდისგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს
მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისა და
მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის ოდენობის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №586
2019 წლის 2 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის ოდენობის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1🔗
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეები, საფასურის ოდენობა, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესი“.
მუხლი 2🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 ივლისის №354 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეები, საფასურის ოდენობა, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეები, საფასურის ოდენობა, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ მომსახურების გაწევის სახეებს, საფასურის ოდენობასა და მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესს.
2. დაინტერესებული პირი ვალდებულია, გადაიხადოს ამ წესით განსაზღვრული მომსახურების საფასური წინასწარ, შესაბამისი მომსახურების მიღებისათვის, უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
3. მომსახურების მიმღები ვალდებულია, ამ წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს სააგენტოში.
4. ამ წესით განსაზღვრული საფასური მოიცავს დღგ-ს.
5. ამ წესის მოქმედება (მათ შორის, მომსახურების საფასურის გავრცელება) სააგენტოში წარდგენილი განაცხადების მიმართ ვრცელდება განცხადების წარდგენის მომენტისათვის არსებული წესის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება
საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია:
ა) რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება;
ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილის, შშმ სტატუსის მქონე პირები, ომისა და სამხედრო ძალის ვეტერანები, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი“, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია 100 000 ქულაზე.
მუხლი 3🔗. გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება
1. მომსახურების მიღების მაძიებელს გადახდილი საფასური უკან უბრუნდება, თუ:
ა) მომსახურების მიღების მაძიებელმა განაცხადის შეტანამდე მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება;
ბ) საფასური გადახდილია ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთს შორის;
გ) საფასური გადახდილია ამ წესის შესაბამისად საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებული პირის მიერ;
დ) განაცხადით გათვალისწინებული მოთხოვნა უკვე შესრულებულია, არსებობს მოთხოვნის იდენტური რეგისტრირებული მონაცემი;
ე) მომსახურება არ განხორციელდა განმცხადებლისგან/დაინტერესებული პირისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით;
ვ) თუ მოთხოვნილია ისეთი მომსახურება, რომლის გაწევაც არ განეკუთვნება სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების სახეს.
2. საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილш უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან ერთი წლის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური არ ბრუნდება, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 4🔗.
მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები
მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები სამედიცინო და საექიმო საქმიანობის (მათ შორის, დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების) სფეროში:
№
მომსახურება
საფასური (ლარი)
1.
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოსაპოვებელი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური
120
2.
ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის საფასური
80
3.
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთვევებში სახელმწიფო სერტიფიკატის უგამოცდოდ მიღების მომსახურების საფასური
150
4.
ახალი ფორმის სერტიფიკატებისა და დუბლიკატის მომზადება/გაცემა
50
5.
უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტისთვის საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების მიზნით მომსახურების საფასური
350
6.
უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების სააკრედიტაციო მომსახურების საფასური უსგ პროგრამის აკრედიტაციისთვის
350
7.
უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების სააკრედიტაციო მომსახურების საფასური კონფერენციის აკრედიტაციისთვის
1000
8.
სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მქონე სამედიცინო დაწესებულების მიერ ნებართვის დანართების მისაღებად წარდგენილი განაცხადის განხილვა (დოკუმენტაციის ექსპერტიზა, სანებართვო პირობების ადგილზე შემოწმება), ნებართვის ყოველ დანართზე
200
9.
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მქონე დაწესებულების მიერ შესაბამისი სალიცენზიო დანართების მისაღებად წარდგენილი განაცხადის განხილვა (დოკუმენტაციის ექსპერტიზა, სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმება), ყოველ სალიცენზიო დანართზე
200
10.
სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მქონე სამედიცინო დაწესებულების სახელწოდების, ფაქტობრივი მისამართის (ქუჩის დასახელების, ნუმერაციის) ცვლილების, შერწყმის/მიერთების, ასევე ნებართვების გადაცემასთან დაკავშირებული განაცხადების განხილვა, უწყებრივ სალიცენზიო და სანებართვო რეესტრში ცვლილებების შეტანა (დოკუმენტაციის ექსპერტიზა, ადმინისტრაციული აქტის მომზადება და სანებართვო/სალიცენზიო მოწმობების გადაბეჭდვა)
60
11.
სამეანო-ნეონატალური საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ პერინატალური რეგიონალიზაციის დონის მისაღებად წარდგენილი განაცხადის განხილვა (დოკუმენტაციის ექსპერტიზა, ადგილზე ვიზიტი, საკითხის მომზადება საკოორდინაციო ჯგუფის სხდომაზე განსახილველად)
350
12.
დიპლომისშემდგომი მზადების პროცესში მონაწილე სამედიცინო დაწესებულების/უმაღლესი სასწავლებლის მიერ ერთი სარეზიდენტო/გადამზადების/ სუბსპეციალობის პროგრამის ფარგლებში აკრედიტაციის მოსაპოვებლად წარდგენილი განაცხადის განხილვა (დოკუმენტაციის ექსპერტიზა, სააკრედიტაციო ვიზიტი, საკითხის მომზადება პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე განსახილველად), თითოეულ აფილირებულ დაწესებულებაზე
230
13.
აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულების/უმაღლესი სასწავლებლის მიერ ერთი სარეზიდენტო/გადამზადების/ სუბსპეციალობის პროგრამის ფარგლებში აფილირებული დაწესებულების დამატების მიზნით წარდგენილი განაცხადის განხილვა (დოკუმენტაციის ექსპერტიზა, სააკრედიტაციო ვიზიტი, საკითხის მომზადება პროფესიული განვითარების სხდომაზე განსახილველად), თითოეულ აფილირებულ დაწესებულებაზე
200
14.
დიპლომისშემდგომი მზადების პროცესში მონაწილე სტომატოლოგიური პროფილის სამედიცინო დაწესებულების მიერ ერთი სარეზიდენტო/ სუბსპეციალობის პროგრამის ფარგლებში აკრედიტაციის მოსაპოვებლად წარდგენილი განაცხადის განხილვა (დოკუმენტაციის ექსპერტიზა, სააკრედიტაციო ვიზიტი, საკითხის მომზადება პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე განსახილველად)
230
მუხლი 5🔗. მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობა
მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობა ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში:
მომსახურება
საფასური (ლარი)
1.
GMP სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი განცხადების განხილვა
500
2.
საქართველოს ნაციონალური GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა და GMP სერტიფიკატის გაცემა:
2.1. სტერილური დოზირებული ფორმები
5500
2.2. არასტერილური დოზირებული ფორმები
4400
2.3. სტერილური აქტიური სუბსტანციები
5500
2.4. არასტერილური აქტიური სუბსტანციები
4400
3.
GMP სერტიფიკატის დამატებითი ეგზემპლარის გაცემა
150
4.
GDP სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი განცხადების განხილვა
300
5.
GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა და GDP სერტიფიკატის გაცემა
3300
6.
GDP სერტიფიკატის დამატებითი ეგზემპლარის გაცემა
150
შენიშვნა:
ცხრილის მე-2 პუნქტში მითითებული ერთზე მეტი მომსახურების გაწევის შემთხვევაში, საფასურის ოდენობა განისაზღვრება იმ მომსახურების საფასურით, რომელზეც დაწესებულია უფრო მაღალი ოდენობა.