ქედის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 05.12.2019
გამომცემი ორგანო ქედის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.134.016303
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.12.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე | ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხულოს მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე შუახევის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე ხონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წესის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქედის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და
საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2019 წლის 5 დეკემბერი
დაბა ქედა
ქედის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 85-ე მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილებით დამტკიცებული წესის მოქმედება გამონაკლისის სახით გავრცელდეს ქედის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის მომზადებისა და ფორმირების პროცესზე.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქრი თურმანიძე
დანართი №1
ქედის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესი
„მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს“ მიზანია ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებისას ჩართულ იქნეს სამოქალაქო ინიციატივები, მომავალი გეგმების განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნეს საზოგადოებრივი ინტერესები, მიეცეს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს, საინიციატივო ჯგუფებსა და იურიდიულ პირებს შესაძლებლობა, თვითონ შეიმუშაონ და განსაზღვრონ კონკრეტულ დასახლებაში, უბანში არსებული პრიორიტეტული პროექტები.
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. წესი შექმნილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად და განსაზღვრავს ქედის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – „მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს“ (შემდგომში „საბჭო“) კომპეტენციას, მისი შექმნისა და საქმიანობის წესს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობის გამჭვირვალობის და თვითმმართველობის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელე/ები, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი/ები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი/ები და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელი/ები.
3. საბჭო შედგება არაუმეტეს 15 წევრისაგან.
4. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ქედის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.
მუხლი 2🔗.
ძირითადი პრინციპები
საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) საჯაროობა;
გ) კოლეგიურობა;
დ) მოქალაქეთა დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის გაზრდა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში;
ე) საბიუჯეტო სახსრების სამართლიანი განაწილება.
მუხლი 3🔗.
საბჭოს უფლებამოსილება
1. საბჭო უფლებამოსილია, „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ მომზადების ეტაპზე, განიხილოს ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული საპროექტო განცხადებები (შემდგომში „პროექტი“), შეამოწმოს განცხადებების სისწორე შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: სამართლებრივი ასპექტები (არის თუ არა მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი განახორციელოს წარმოდგენილი პროექტი), ტექნიკური ასპექტები (რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება), ფინანსური ასპექტები (წარმოდგენილი პროექტის სავარაუდო ღირებულების შეფასება), პროექტის განხორციელების ვადები, ემსახურება თუ არა პროექტის განხორციელება საზოგადოებრივ ინტერესს; საჭიროების შემთხვევაში პროექტის განხილვისას მოიწვიოს პროექტის ავტორი.
2. საბჭო უფლებამოსილია პროექტის მიმდინარეობისას შეამოწმოს მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი ინიციატივები კონკრეტულ დასახლებაში წარმოდგენილი პროექტის განხორციელების თაობაზე, ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით.
3. „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროექტის განხორციელებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტში გასათვალისწინებელი თანხის მოცულობას განსაზღვრავს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომლის გადანაწილებაც განხორციელდება ტერიტორიული (პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები ნაწილდება საკრებულოს მიერ შესაბამისი წლისათვის განსაზღვრული ზონების მიხედვით), თემატური (პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები ნაწილდება საკრებულოს მიერ შესაბამისი წლისათვის განსაზღვრული პრიორიტეტული სფეროების მიხედვით) ან შერეული (პროგრამისთვის გამოყოფილი სახსრების განაწილება მოიცავს როგორც ტერიტორიულ, ისე თემატურ ნიშანს) სახით.
4. მუნიციპალიტეტის მიერ პროგრამისთვის დადგენილი პრიორიტეტები უნდა შეესაბამებოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ ან/და ნებაყოფლობით უფლებამოსილებებს.
5. მონაწილეობითი ბიუჯეტის განხორციელება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) საინფორმაციო კამპანია;
ბ) პროექტების შემუშავება და წარდგენა;
გ) პროექტების ვერიფიკაცია;
დ) მონაწილეობითი ბიუჯეტის
საპროექტო ინიციატივებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით ფარული კენჭისყრის პროცედურა;
ე) ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვა;
ვ) პროექტის განხორციელება, შეფასება და მონიტორინგი.
6. საპროექტო წინადადებების წარდგენა შესაძლებელია საბიუჯეტო წლის პირველი აგვისტოდან პირველ სექტემბრამდე.
7. საბჭო უფლებამოსილია გამოავლინოს ვერიფიცირებული პროექტი საბიუჯეტო წლის პირველი სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე.
8. მოქალაქეთა ინიციატივები განხილვისათვის წარედგინება საბჭოს. საბჭო შეისწავლის და განიხილავს საპროექტო განაცხადებს, ღებულობს დასკვნასა და რეკომენდაციას, რომელიც ეგზავნება ქედის მუნიციპალიტეტის მერს ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინების მიზნით.
მუხლი 4🔗.
საბჭოს სტრუქტურა და საქმიანობის წესი
1. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საბჭოს წევრები, საბჭოს თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი.
2. საბჭოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება საბჭოს სხდომებს;
ბ) კოორდინაციას უწევს საბჭოს საქმიანობას;
გ) საჭიროებისამებრ, იწვევს საბჭოს სხდომას და სხდომის გამართვამდე არანაკლებ 2 დღით ადრე აღნიშნულის შესახებ აცნობებს საბჭოს წევრებს და დაინტერესებულ პირებს;
დ) საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს განსახილველ საკითხთა ნუსხას და დღის წესრიგს, აკონტროლებს სამუშაო გეგმისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;
ე) ასრულებს საბჭოს წარმომადგენლობით ფუნქციას;
ვ) ხელს აწერს საბჭოს სხდომის ოქმებს.
3. საბჭო:
ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს წლიურ სამოქმედო გეგმას;
ბ) საქმიანობის უკეთ განხორციელების მიზნით უფლებამოსილია შეიმუშავოს და დაამტკიცოს საზოგადოებასთან კომუნიკაციის წლიური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
გ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საკონკურსო პროექტების განაცხადის ფორმას;
დ) არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა, მერს წარუდგენს გადაწყვეტილებას მომავალი წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით, მოქალაქეების მიერ შერჩეული საპროექტო წინადადებების ნუსხის შესახებ;
ე) იღებს გადაწყვეტილებას დასკვნის ან/და რეკომენდაციის სახით;
ვ) უფლებამოსილია განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებები.
4. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ხოლო გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/3-ისა.
მუხლი 5🔗.
ანგარიშვალდებულება
საბჭო ანგარიშვალდებულია ქედის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.