„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№608
სარეგისტრაციო კოდი
380050000.10.003.021622
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №608

2019 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, №94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების 31 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 31. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის პირდაპირი წესი

1. საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია შესაძლებელია, პირდაპირი წესით გასცეს:

ა) „ლიცენზიებისა  და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 87-ე პუნქტით გათვალისწინებული წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელ პირზე − მომხმარებელთა წყალმომარაგებით (სასმელი წყლით) უზრუნველყოფის მიზნით მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოსაპოვებლად;

ბ) ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისთვის სასარგებლო წიაღისეულის − სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოსაპოვებლად (მოპოვებისთვის, შესწავლა-მოპოვებისთვის).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წყალმომარაგების ლიცენზიის გაუქმება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაუქმების საფუძველია.

3. ლიცენზიის გამცემმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია შეიძლება პირდაპირი წესით გასცეს კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოსაპოვებლად, წელიწადში არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) კუბური მეტრის მოპოვების უფლებით.

4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით მიღებით დაინტერესებული ლიცენზიის მაძიებელი სააგენტოს ავტომატური მართვის საშუალებით − ელექტრონული პროგრამის მეშვეობით წარუდგენს სათანადო წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის, ადგილმდებარეობისა და მოპოვების მიზნის შესახებ.

5. ლიცენზიის მაძიებელმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (მოპოვების, შესწავლა-მოპოვების) ლიცენზიის პირდაპირი წესით მისაღებად ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაურთოს:

ა) მონაცემები მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობის − სავარაუდო X და Y კოორდინატების მითითებით, გეოინფორმაციული სისტემების (shape) ფაილებითა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;

ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში − შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს რეესტრიდან ამონაწერები, ფიზიკური პირის შემთხვევაში − იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების ასლები;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლები;

დ) განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არსებობისას − კერძო საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და მესაკუთრის თანხმობა ლიცენზიის გაცემის თაობაზე ნოტარიულად დამოწმებული ფორმით (გარდა შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის შემთხვევისა შესწავლის ეტაპზე). 

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია, ამავე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს წყალმომარაგების ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

7. ლიცენზიის მაძიებელმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით მისაღებად ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ  განცხადებას აგრეთვე უნდა დაურთოს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა და ბიუჯეტში გადახდის წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით

8. ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის პირდაპირი წესით გასაცემად ლიცენზიის გამცემი ადგენს:

ა) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისთვის;

ბ) დამატებით სალიცენზიო პირობებს ლიცენზიის მაძიებლისთვის.

9. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია, ლიცენზიის გამცემის შეტყობინების მიღების შემდგომ გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის  დადგენის  ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი, თუ  ლიცენზიის გამცემის ინიციირების საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სხვა ფასი არ იქნება დადგენილი.

10. ლიცენზია გაიცემა ლიცენზიის ფასის გადახდის დადასტურებიდან 30 დღის ვადაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია