„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 1 ნოემბერის №11 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება №16 |
|
2019 წლის 16 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. ბრძანების საფუძველი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე“.
2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობებზე მიღების (მათ შორის კონკურსის ჩატარების, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესს) და სამსახურის გავლის წესსა და პირობებს (მათ შორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა დისციპლინური გადაცდომების სახეებს, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს, მათი შეფარდებისა და მოხსნის წესს, ასევე დისციპლინური წარმოების წესს).“;
ბ) მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამსახურის შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სამსახურის მოქმედ თანამშრომელს, რომელსაც არ გააჩნია მოქმედი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრში მყოფ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“;
გ) V თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VI თავი:
„თავი VI
სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური წარმოების წესი
მუხლი 44. დისციპლინური წარმოების მიზანი და პრინციპები
1. დისციპლინური წარმოების მიზანია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის სწრაფად და სრულად გამოვლენა და დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა.
2. არავის არ შეიძლება განმეორებით შეეფარდოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ერთი და იმავე დისციპლინური გადაცდომისათვის.
3. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელი არ შეიძლება მონაწილეობდეს დისციპლინურ წარმოებაში, თუ მას აქვს პირადი ინტერესი ან/და არსებობს სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს საქმის გადაწყვეტაზე.
4. დისციპლინური წარმოება კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით უნდა მიმდინარეობდეს.
5. პირი არ ჩაითვლება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირად მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე.
მუხლი 45. დისციპლინური გადაცდომა
1. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის დისციპლინური გადაცდომებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
ბ) სამსახურის შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის დარღვევა;
გ) ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია სამსახურის თანამშრომლისა და სამსახურის დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ;
დ) სამსახურისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა;
ე) სახელმწიფო ინსპექტორის სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის/სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილის მიერ განსაზღვრული სახელმძღვანელო მითითებების/რეკომენდაციების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
ვ) უფლებამოსილი პირის წერილობითი მითითებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
ზ) ფიცის გატეხვა.
2. დისციპლინური გადაცდომა იყოფა კატეგორიებად:
ა) მსუბუქი გადაცდომა;
ბ) საშუალო გადაცდომა;
გ) მძიმე გადაცდომა.
მუხლი 46. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები
1. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება;
დ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ჩამორთმევა;
ე) თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;
ვ) დაქვეითება;
ზ) სამსახურიდან გათავისუფლება/სტაჟირების ვადის შეწყვეტა.
2. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, გარემოებათა გათვალისწინებით, ფასდება მსუბუქ ან საშუალო გადაცდომად და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გამოიყენება:
ა.ა) შენიშვნა;
ა.ბ) საყვედური;
ა.გ) სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება;
ა.დ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ჩამორთმევა;
ა.ე) თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით.
ბ) სახელმწიფო ინსპექტორის სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის/სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილის მიერ განსაზღვრული სახელმძღვანელო მითითებების/რეკომენდაციების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, გარემოებათა გათვალისწინებით, ფასდება მსუბუქ, საშუალო ან მძიმე გადაცდომად და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გამოიყენება:
ბ.ა) შენიშვნა;
ბ.ბ) საყვედური;
ბ.გ) სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება;
ბ.დ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ჩამორთმევა;
ბ.ე) თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;
ბ.ვ) დაქვეითება;
ბ.ზ) სამსახურიდან გათავისუფლება/სტაჟირების ვადის შეწყვეტა.
გ) უფლებამოსილი პირის წერილობითი მითითებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, გარემოებათა გათვალისწინებით, ფასდება მსუბუქ ან საშუალო გადაცდომად და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გამოიყენება:
გ.ა) შენიშვნა;
გ.ბ) საყვედური;
გ.გ) სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება;
გ.დ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ჩამორთმევა;
გ.ე) თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით.
დ) სამსახურის შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის დარღვევა, გარემოებათა გათვალისწინებით, ფასდება მსუბუქ ან საშუალო გადაცდომად და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გამოიყენება:
დ.ა) შენიშვნა;
დ.ბ) საყვედური;
დ.გ) სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება;
დ.დ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ჩამორთმევა;
დ.ე) თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით.
ე) ეთიკის კოდექსის დარღვევა, გამოხატული შეუფერებელი საქმიანობით, ფასდება მძიმე გადაცდომად და, გარემოებათა გათვალისწინებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გამოიყენება:
ე.ა) საყვედური;
ე.ბ) სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება;
ე.გ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ჩამორთმევა;
ე.დ) თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;
ე.ე) დაქვეითება;
ე.ვ) სამსახურიდან გათავისუფლება/სტაჟირების ვადის შეწყვეტა.
ვ) ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია სამსახურის თანამშრომლისა და სამსახურის დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ, ფასდება მძიმე გადაცდომად და, გარემოებათა გათვალისწინებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გამოიყენება:
ვ.ა) საყვედური;
ვ.ბ) სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება;
ვ.გ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ჩამორთმევა;
ვ.დ) თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;
ვ.ე) დაქვეითება;
ვ.ვ) სამსახურიდან გათავისუფლება/სტაჟირების ვადის შეწყვეტა.
ზ) სამსახურისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა, გარემოებათა გათვალისწინებით, ფასდება მსუბუქ, საშუალო ან მძიმე გადაცდომად და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გამოიყენება:
ზ.ა) შენიშვნა;
ზ.ბ) საყვედური;
ზ.გ) სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება;
ზ.დ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ჩამორთმევა;
ზ.ე) თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;
ზ.ვ) დაქვეითება;
ზ.ზ) სამსახურიდან გათავისუფლება/სტაჟირების ვადის შეწყვეტა.
თ) საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა მიიჩნევა მძიმე გადაცდომად და, გარემოებათა გათვალისწინებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გამოიყენება:
თ.ა) საყვედური;
თ.ბ) სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება;
თ.გ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ჩამორთმევა;
თ.დ) თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;
თ.ე) დაქვეითება;
თ.ვ) სამსახურიდან გათავისუფლება/სტაჟირების ვადის შეწყვეტა;
ი) ფიცის გატეხა ფასდება მძიმე გადაცდომად და, გარემოებათა გათვალისწინებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გამოიყენება:
ი.ა) საყვედური;
ი.ბ) სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება;
ი.გ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ჩამორთმევა;
ი.დ) თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;
ი.ე) დაქვეითება;
ი.ვ) სამსახურიდან გათავისუფლება/სტაჟირების ვადის შეწყვეტა.
მუხლი 47. შესაფარდებელი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრის პრინციპები
1. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს.
2. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით;
ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე;
გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა;
დ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები;
ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის მიზეზი;
ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა;
ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი;
თ) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე.
3. თანამშრომლის მიერ ჩადენილი ერთი და იმავე გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
4. თანამშრომლის მიერ ორი ან მეტი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სამსახურიდან გათავისუფლება/სტაჟირების ვადის შეწყვეტა.
5. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების განმავლობაში ახალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ წესის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულზე უფრო მძიმე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
6. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოიყენება გადაცდომის ფაქტის დადგენის (აღმოჩენის) დღიდან არაუგვიანეს 1 წლისა. ამ ვადაში არ შედის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის ავადმყოფობისა და შვებულებაში ყოფნის დრო, ასევე წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს მიერ სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე დასკვნის განხილვის დრო. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ გამოიყენება, თუ გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 3 წელი.
7. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების მიუხედავად, სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელი ვალდებულია აანაზღაუროს ის მატერიალური ზიანი, რომელიც დისციპლინური გადაცდომის შედეგად მიადგა სამსახურს, თუ ეს გადაცდომა მან განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიდინა.
მუხლი 48. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების ვადა
1. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელი დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ ითვლება, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებიდან გასულია 1 წელი და მას არ შეეფარდება ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითების ან დაქვეითების გამოყენების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლა არ იწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებამდე არსებული წოდებრივი/თანამდებობრივი მდგომარეობის აღდგენას.
3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების ვადის განმავლობაში:
ა) სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიმართ არ გამოიყენება წახალისების ღონისძიებები, გარდა წახალისების ფორმად დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადამდე მოხსნის გამოყენებისა;
ბ) სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელს არ ენიჭება მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება;
გ) დაუშვებელია სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის დაწინაურება.
4. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა შეიძლება მოხსნილ იქნეს ვადაზე ადრე:
ა) თუ სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელმა არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა;
ბ) სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიმართ წახალისების ფორმად დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადამდე მოხსნის გამოყენების შემთხვევაში.
5. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ინახება სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის პირად საქმეში.
მუხლი 49. დისციპლინური წარმოების დაწყება
1. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველია:
ა) თანამშრომლის განცხადება/მოხსენებითი ბარათი დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე;
ბ) სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/დარღვევის თაობაზე დასაბუთებული ეჭვის არსებობა;
გ) სამსახურში განხორციელებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუდიტის, ინსპექტირების ან/და მონიტორინგის შედეგები;
დ) მოქალაქის საჩივარი/განცხადება;
ე) მოპოვებული ოპერატიული ინფორმაცია;
ვ) საჯარო და კერძო დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაცია;
ზ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (ტელევიზია, ინტერნეტი და ა.შ.) გავრცელებული ინფორმაცია;
თ) სამსახურის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინება;
ი) სამსახურში არსებული ელექტრონული პროგრამების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსი.
3. დისციპლინური წარმოება იწყება დისციპლინური გადაცდომის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 3 წელი არ არის გასული.
მუხლი 50. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფლებამოსილება
1. დისციპლინური წარმოების ფარგლებში, სამსახურებრივ შემოწმებას ახორციელებს სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის მიერ განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე თანამშრომელი. სამსახურებრივი შემოწმებისას სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) თანამშრომელი უფლებამოსილია:
ა) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე თანამშრომელს მიმართოს სამსახურის გენერალურ ინსპექციაში (დეპარტამენტი) გამოცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის მოთხოვნით, ასევე წერილობითი ან ზეპირი ფორმით აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნით;
ბ) მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისათვის აუცილებელი ან/და მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
გ) ჩამოართვას ახსნა-განმარტება ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამსახურის თანამშრომლები, მხოლოდ ნებაყოფლობით საწყისებზე;
დ) დაათვალიეროს თანამშრომლის სამუშაო ოთახი და ინვენტარი;
ე) ისარგებლოს საქმისწარმოებისა და სხვა ელექტრონული პროგრამით, ასევე სამსახურის მონაცემთა ბაზებით და განახორციელოს მათი მონიტორინგი;
ვ) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/მოსამსახურისგან;
ზ) განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსთან შეთანხმებით, მოითხოვოს მოწვეული სპეციალისტის მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით;
თ) განახორციელოს მონიტორინგი სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებში არსებულ ელექტრონული სამსახურებრივი მოწმობის წამკითხველებზე დაფიქსირებულ მონაცემებზე;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს მონიტორინგი ვიდეოთვალთვალის სისტემით მეშვეობით;
კ) მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადასტუროს დისციპლინური გადაცდომის არსებობა ან არარსებობა, განსაზღვროს დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, შეადგინოს დასკვნა და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსს;
ლ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
2. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორთან შეთანხმებით, სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსი მოპოვებულ მასალებს დადგენილი წესით უგზავნის შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.
3. სამსახურის გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, ამ წესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. სამსახურის გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) ანგარიშვალდებულია სახელმწიფო ინსპექტორის წინაშე.
მუხლი 51. დისციპლინური წარმოება
1. დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს დისციპლინური წარმოების დაწყებიდან ან პირის იდენტიფიცირებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეტყობინებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს დისციპლინური წარმოების განხორციელების ინტერესებს.
2. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფლებამოსილი თანამშრომელი დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს განუსაზღვრავს წერილობითი ახსნა-განმარტების წარდგენის ვადას.
3. თუ დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მიერ წარდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტება არასრულია ან დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენაა აუცილებელი, სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფლებამოსილი თანამშრომელი მას დაუყოვნებლივ აცნობებს ამის თაობაზე და განუსაზღვრავს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის ვადას.
4. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს მას დისციპლინური წარმოების წესი და საქმის მასალები.
5. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია დისციპლინურ წარმოებაში ჩართოს ის პირი, რომელსაც აქვს ინფორმაცია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის შესახებ და შეუძლია წერილობით ან ზეპირად წარადგინოს ახსნა-განმარტება (მოწმე), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ახსნა-განმარტების წარდგენა ეწინააღმდეგება ამ პირის (მოწმის) ან მისი ოჯახის წევრის ინტერესებს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია სამსახურის გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი) მიაწოდოს მის ხელთ არსებული სრული, სწორი და ამომწურავი ინფორმაცია.
7. სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირი ჩამოაშოროს სამსახურს. ასეთი საფუძვლით სამსახურს ჩამოშორებულ პირს უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება.
8. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფლებამოსილი თანამშრომელი დისციპლინური წარმოების დროს მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად ადგენს დასკვნას:
ა) დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის შეფარდების, სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის მიერ რეკომენდაციით მიმართვის ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესახებ;
ბ) დისციპლინური გადაცდომის არარსებობის შესახებ.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში უნდა აღინიშნოს:
ა) დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის სახელი და გვარი, დაკავებული თანამდებობა;
ბ) სამსახურებრივი ფუნქციები და მოვალეობები, რომლებიც არ შეასრულა დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენმა პირმა;
გ) დისციპლინური გადაცდომის აღწერა, ჩადენის დრო და ადგილი;
დ) სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მიერ დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით მოპოვებული სხვა ინფორმაცია;
ე) პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის კონკრეტული ზომის შეფარდების, სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის მიერ რეკომენდაციით მიმართვის ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესაბამისი დასაბუთება.
10. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში უნდა აღინიშნოს სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მიერ მოპოვებული ინფორმაცია და დისციპლინური გადაცდომის არარსებობის შესაბამისი დასაბუთება.
11. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფლებამოსილი თანამშრომელი დასკვნას ადგენს დისციპლინური წარმოების დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფლებამოსილი თანამშრომელი დასკვნას წარუდგენს სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსს.
12. თუ დისციპლინური გადაცდომისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ერთ თვეზე მეტი ვადა, სამსახურის გენერალური ინსპექციის დეპარტამენტი (უფროსი) ერთთვიანი ვადის გასვლამდე 5 სამუშაო დღით ადრე იღებს გადაწყვეტილებას ვადის დამატებით არაუმეტეს 2 თვით გაგრძელების თაობაზე.
13. ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული ვადა არ ვრცელდება წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს მიერ სამსახურის გენერალური ინსპექციისათვის (დეპარტამენტი) დასკვნის შენიშვნებით დაბრუნების შემთხვევაში სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დასკვნის გადამუშავებაზე.
14. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის თანხმობით, სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა ეგზავნება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს (მისი არსებობის შემთხვევაში) და სახელმწიფო ინსპექტორს.
15. სახელმწიფო ინსპექტორი სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე დასკვნას განსახილველად გადასცემს წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს.
მუხლი 52. წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭო
1. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე დასკვნის განხილვის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭო.
2. წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს მუშაობის წესი განისაზღვრება სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელი, რომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხიც განიხილება, უფლებამოსილია მოისმინოს სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დასკვნა, ახსნა-განმარტებით წარსდგეს წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს წინაშე და გამოთქვას აზრი დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე.
4. წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
5. წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს გადაწყვეტილებით და დამსწრე პირთა თანხმობით შესაძლებელია საბჭოს სხდომის აუდიო/ვიდეოჩაწერა.
6. წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ;
ბ) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების ნაცვლად სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის მიერ რეკომენდაციით მიმართვის თაობაზე;
დ) სამსახურის გენერალური ინსპექციისათვის (დეპარტამენტი) დასკვნის შენიშვნებით დაბრუნების შესახებ.
7. წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა და წარედგინება სახელმწიფო ინსპექტორს. წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის გათვალისწინების შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორი სამსახურის გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი) უბრუნებს დასკვნას გადასამუშავებლად.
მუხლი 53. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება
1. სახელმწიფო ინსპექტორი, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს რეკომენდაციის მიღებიდან ან საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით გადამუშავებული სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დასკვნის წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე;
ბ) მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში – სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. თუ დისციპლინური წარმოების შედეგად არ დადასტურდა დისციპლინური გადაცდომის არსებობა, სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსი იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური წარმოების შეწყვეტაზე.
4. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ინახება სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის პირად საქმეში.
მუხლი 54. დისციპლინური წარმოების შეჩერება და შეწყვეტა
1. სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) შესაბამისი თანამშრომლის მოტივირებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე და სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის თანხმობით, დისციპლინური წარმოება შეიძლება შეჩერდეს იმ გადაულახავი გარემოებების აღმოფხვრამდე, რომელთა გარეშე ობიექტური გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება, მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვისა. დისციპლინური წარმოება ასევე შესაძლებელია შეჩერდეს, თუ დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მიმართ იმავე ქმედების გამო დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.
2. სასამართლოს მიერ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ გამორიცხავს დისციპლინური გადაცდომის ფაქტის არსებობის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესაძლებლობას.
3. სასამართლოს მიერ შესაბამისი გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა გამორიცხავს დისციპლინური გადაცდომის ფაქტის არსებობის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესაძლებლობას.
4. დისციპლინური წარმოება წყდება, თუ აღარ არსებობს დისციპლინური წარმოების ობიექტური საფუძველი, რის შესახებაც შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსი, სახელმწიფო ინსპექტორთან შეთანხმებით.
მუხლი 55. სამსახურის გენერალურ ინსპექციასთან (დეპარტამენტი) თანამშრომლობის წესი
საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები ვალდებული არიან თავიანთ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლის მიერ ჩადენილი სავარაუდო დარღვევის შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდონ სამსახურის გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი). ინფორმაციის წარუდგენლობა, თუ ეს ინფორმაცია მათთვის ცნობილი იყო ან ცნობილი უნდა ყოფილიყო საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, იწვევს შესაბამისი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
|