1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის არანაკლებ 3 და არაუმეტეს 7 წევრი. გამგეობის წევრთა ზუსტი რაოდენობა განისაზღვრება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით, კენტი რიცხვით.

2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წევრს ირჩევს საერთო კრება არაუმეტეს 4 წლის ვადით.

3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წევრი არ შეიძლება იღებდეს ანაზღაურებას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციაში გაწეული საქმიანობისთვის.

4. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურ