1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე:
ა) იწვევს გამგეობის სხდომას და თავმჯდომარეობს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრებას;
ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების შესაბამისად წარმოადგენს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას მესამე პირთან ურთიერთობაში;
გ) გამგეობის მიერ განსაზღვრულ გამგეობის ერთ-ერთ წევრთან ერთად ხელს აწერს ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებს;
დ) ახორციელებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელიც ასრულებს გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაშ