1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობა პასუხისმგებელია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფუნქციონირებისა და მართვისათვის მისი საერთო კრების სხდომებს შორის პერიოდში და ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე.

2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის ფუნქციებია:

ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველყოფა;

ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული წლიური ბიუჯეტის, ფინანსური, მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის გეგმების განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) გამგეობის წევრთაგან გამგეობის თავმჯდომარისა და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;

დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების სხდომის დღის წესრიგის მომზადება და საერთო კრების მოწვევა;

ე) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის თანამშრომლების/მომსახურე პერსონალის დაქირავება;

ვ) ამ კანონითა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტ