ირიგაციის სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ირიგაციის სახელმწიფო სტრატეგიის განსაზღვრა;
ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფუძნებისა და განვითარების ხელშეწყობა;
გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოება;
დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი;
ე) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიის განსაზღვრა;
ვ)
(ამოღებულია - 03.05.2023, №2817);
ზ) საჭიროების შემთხვევაში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების ან/და გამგეობის სხდომაზე სამინისტროს წარმომადგენლის ხმის უფლების გარეშე დასწრების უზრუნველყოფა;
თ) წყლის მიწოდების რეჟიმის განსაზღვრის წესისა და მორწყვის ნორმების დამტკიცება;
ი) საირიგაციო სისტემის მართვის მონიტორინგი.
საქართველოს 2023 წლის 3 მაისის კანონი №2817 – ვებგვერდი, 19.05.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 03.05.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 03.05.2023 კანონი №2817
წინა რედაქცია (26.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 26. სამინისტროს კომპეტენცია ირიგაციის სფეროში ირიგაციის სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ირიგაციის სახელმწიფო სტრატეგიის განსაზღვრა; ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფუძნებისა და განვითარების ხელშეწყობა; გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოება; დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი; ე) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიის განსაზღვრა; ვ) პირველ(ად წყალმოსარგღებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის გასაფორმებელი საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების პირობების ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებით დამტკიცება - 03.05.2023, №2817); ზ) საჭიროების შემთხვევაში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების ან/და გამგეობის სხდომაზე სამინისტროს წარმომადგენლის ხმის უფლების გარეშე დასწრების უზრუნველყოფა; თ) წყლის მიწოდების რეჟიმის განსაზღვრის წესისა და მორწყვის ნორმების დამტკიცება; ი) საირიგაციო სისტემის მართვის მონიტორინგი.