1. მომსახურების ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის წარმოშობილ დავას განიხილავს ეროვნული კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
2. ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს საქართველოს საერთო სასამართლოში.
3. ეროვნული კომისია არ განიხილავს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და ამ ორგანიზაციის წევრს ან/და სხვა წყალმომხმარებელს შორის წყლით უზრუნველყოფასა და მომარაგების პირობებთან დაკავშირებით წარმოშობილ დავას. ეს დავა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხილულ იქნეს საქართველოს საერთო სასამართლოში.
საქართველოს 2023 წლის 3 მაისის კანონი №2817 – ვებგვერდი, 19.05.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 03.05.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (26.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 28. დავის განხილვა და გადაწყვეტა 1. საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის წარმოშობილ დავას განიხილავს ეროვნული კომისია საკუთარვისი კომპეტენციის ფარგლებში. 2. ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს საქართველოს საერთო სასამართლოში. 3. ეროვნული კომისია არ განიხილავს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და ამ ორგანიზაციის წევრს ან/და სხვა წყალმომხმარებელს შორის წყლით უზრუნველყოფასა და მომარაგების პირობებთან დაკავშირებით წარმოშობილ დავას. ეს დავა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხილულ იქნეს საქართველოს საერთო სასამართლოში.
მუხლი 9. დავის გადაწყვეტა— ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ტიპური ფორმის, უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების ტიპური ფორმისა და იჯარის ხელშეკრულების ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ
მუხლი 8. დავის გადაწყვეტა— ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ტიპური ფორმის, უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების ტიპური ფორმისა და იჯარის ხელშეკრულების ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ