1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეორგანიზაცია (გარდაქმნა, გაყოფა, შერწყმა) და ლიკვიდაცია ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების შესაბამისად.

2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის  ლიკვიდაციის  შემდეგ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ქონება, რომელიც:

ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციამ სახელმწიფოსგან მიიღო, სახელმწიფოს გადაეცემა;

ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრთა საკუთრება იყო ან შეძენილ იქნა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფუნქციონირების პერიოდში, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებს შორის ნაწილდება. ამ ქონების განაწილების წესი განისაზღვრება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდები