დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.12.2019
ძალაში შესვლა 01.03.2020
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.152.016382
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/12/2019
matsne.gov.ge 771 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.12.2019 მიღება
01.03.2020 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
საქონლის    რეალიზაცია/მომსახურების    გაწევა    საზოგადოებრივ    სივრცეებში    განთავსებული    ისეთი ობიექტებიდან,   რომლებიც   მიწასთან   მყარად   არ
არის   დაკავშირებული   და   არ   ქმნის   მიწის   არსებით  შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის  სხვა  სპეციალური  დანადგარი,  დახლი,  სერვისის  ავტომატური  მომსახურების  აპარატები და სხვა)
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 31.08.2022 ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 04.07.2018 ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 05.07.2018 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 06.11.2019 ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 08.08.2022

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №23 2019 წლის 16 დეკმბერი ქ. დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის   „მ“  ქვეპუნქტის,  24-ე  მუხლის  მე-2 პუნქტის და  61-ე  მუხლის  მე-2  პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის შესაბამისად,  დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „დუშეთის   მუნიციპალიტეტის   ტერიტორიაზე   გარე   ვაჭრობის რეგულირების   წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის 15 თებერვლამდე უზრუნველყოს გარე ვაჭრობისათვის გამოსაყოფი ადგილების გეგმის წარმოდგენა საკრებულოში. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 ივნისის  №22 დადგენილება ,,ქ. დუშეთში გარევაჭრობის რეგულირების შესახებ“. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 მარტიდან.დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი დანართი №1 დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო წინამდებარე  წესი არეგულირებს  დუშეთის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  არსებულ  საზოგადოებრივ სივრცეებში,    ასევე   ფიზიკური   და   იურიდიული   პირის   ან/და   კერძო   სამართლის   სხვა   სუბიექტების საკუთრებაში   ან/და   სარგებლობაში   არსებულ   მიწის   ნაკვეთებზე   ან   შენობა-ნაგებობაში   გარე  ვაჭრობის ადგილების  განსაზღვრის,  გარე  ვაჭრობისათვის  განკუთვნილი  საქონლის  განთავსებისა  და  ტერიტორიის მოწყობის წესებს. მუხლი 2🔗. გარე ვაჭრობის ცნება გარე ვაჭრობად ითვლება: ა)   საქონლის    რეალიზაცია/მომსახურების    გაწევა    საზოგადოებრივ    სივრცეებში    განთავსებული    ისეთი ობიექტებიდან,   რომლებიც   მიწასთან   მყარად   არ   არის   დაკავშირებული   და   არ   ქმნის   მიწის   არსებით  შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის  სხვა  სპეციალური  დანადგარი,  დახლი,  სერვისის  ავტომატური  მომსახურების  აპარატები და სხვა); ბ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების  გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა  სუბიექტის  საკუთრებაში  ან/და სარგებლობაში  არსებული  მიწის  ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი   სახის   შენობა-ნაგებობიდან,   თუ  აღნიშნული   მიწის  ნაკვეთი   ან  შენობა-ნაგებობა   უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების  გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის  სხვა სპეციალური  დანადგარი,  დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ  საზოგადოებრივ სივრცეში განთავსება; გ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან. მუხლი 3🔗. გარე ვაჭრობის რეგულირების მიზანი წინამდებარე წესის მიზანია: ა) დუშეთის  მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვა; ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) დუშეთის   მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვა. მუხლი 4🔗. გარე ვაჭრობის ორგანიზება 1.  გარე ვაჭრობის უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით. 2.გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) მუნიციპალიტეტში შემავალი დასახლებების განვითარების ინტერესები;  ბ) მუნიციპალიტეტში შემავალი დასახლებების არქიტექტურული იერსახე; გ) მოსახლეობის სიმჭიდროვე; დ) სატრანსპორტო ნაკადი; ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება; ვ) საგზაო მოძრაობის წესები; ზ) ეკოლოგიური მდგომარეობა; თ) საზოგადოების სხვა ინტერესები. 3. აკრძალულია გარე ვაჭრობა მალფუჭებადი   საკვები   პროდუქტებით   (ხორცი,   ხორცის   პროდუქტები,   რძე,  რძის პროდუქტები,  თევზი,  შეუფუთავი  საკონდიტრო  ნაწარმი და პური). 4. „სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №73 დადგენილების შესაბამისად აიკრძალოს ასევე სუნელებითა  და სანელებლებით გარე ვაჭრობა.  5. გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით: ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები; ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები; გ) ყვავილები; დ) ხილ-ბოსტნეული, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში); ე)  სპეცდანიშნულების  საფირმო  მანქანებიდან  კვების  პროდუქტები  (სანიტარიული  პირობებით  და რეალიზაციის პროცესში); ვ) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები; ზ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით). მუხლი 5🔗.  გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა და გამოყოფა 1.  დუშეთის    მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე  ვაჭრობის ადგილების გეგმას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ამტკიცებს საკრებულო. 2. გარე ვაჭრობისათვის  განკუთვნილი  ადგილების  განსაზღვრა  შეიძლება მოხდეს განსაზღვრული ვადით ან სეზონურად,  მათ  შორის  კვირის  კონკრეტული  დღეებისათვის,  სადღესასწაულო  და  წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას. 3. გარე ვაჭრობისათვის ადგილებს, საკრებულოს მიერ დამტკიცებული წინამდებარე წესის შესაბამისად, გამოყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი შემდეგი პირობებით: ა) განმცხადებლის  მიერ გარე ვაჭრობისათვის მოთხოვნილი შესაბამისი ფართის სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, აღნაგობის ფორმით გადაცემა ხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური მიერ   სავაჭრო   ობიექტის   პროექტის   შეთანხმების შემდგომ, პირდაპირი განკარგვის წესით, საკრებულოსთან  შეთანხმებით იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი იმ ფართის ან/და ობიექტის მესაკუთრეა, რომლის წინაც ითხოვს გარე ვაჭრობას; ბ) სხვა შემთხვევებში ადგილების განკარგვა ხდება პირდაპირი განკარგვის ან აუქციონის წესით; გ) აუქციონის წესი, აუქციონში  მონაწილეობის  პირობები და  აუქციონთან  დაკავშირებული  სხვა საკითხები განისაზღვრება      საქართველოს      მთავრობის  2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო  საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 6🔗. დუშეთის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისათვის აკრძალული ადგილები 1 .გარე ვაჭრობა აკრძალულია: ა) დუშეთის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საზოგადოებრივ სივრცეებში, თუ იგი ზღუდავს და აფერხებს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას; ბ)დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების მიმდებარე ტერიტორიებზე, გარდა დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ ამ მიზნით სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე განთავსებულ ჯიხურებიდან. მუხლი 7🔗. გარე ვაჭრობის კონტროლი დადგენილების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებს დუშეთის  მუნიციპალიტეტის მერი შესაბამისი სამსახურების მეშვეობით. მუხლი 8🔗. გარე ვაჭრობის   წესის დარღვევა ნებისმიერი  საქმიანობა,  რომელიც  წესის შესაბამისად    ითვლება    გარე    ვაჭრობად, მაგრამ  ვერ აკმაყოფილებს წესის    მოთხოვნებს,  ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსის   153​3 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად.