„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 13 მაისის N93 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/592 |
|
2019 წლის 17 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ,,ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 13 მაისის №93 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, 040030000.22.025.016104) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწოფო სააგენტოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, სხვა ნორმატიული აქტებით, ამ დებულებით და სააგენტოს სამართლებრივი აქტებით.“. 2. დებულების მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.“; ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარუდგენს წინადადებას სააგენტოს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებით ბიუჯეტის პროექტზე. იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოსათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზნობრივად შესრულებისათვის;“; გ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს;“; დ) მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ძალადაკარგულად ცნობს მოადგილის, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებებს, აგრეთვე სააგენტოს უფროსის ბრძანებებს;“; ე) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააგენტოს უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.“. 3. დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარდგენის უზრუნველყოფა; “. 4. დებულების მე-11 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხის, ხელფასისა და დანამატის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“. 5. დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს სამართლებრივი აქტები.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|